‘რაგბი აერთიანებს’ – თბილისის სარაგბო ფესტივალი
რაგბი აერთიანებს! რაგბიმ ქართველი და ინგლისელი მომავალი ვარსკვლავები დაამეგობრა!
დასრულდა 15-წლამდელთა საერთაშორისო ფესტივალების სერია ‘რაგბი აერთიანებს’. სერია ორ ეტაპად გაიმართა. პრველი ტურნირი, ‘ასპინძის სარაგბო ფესტივალი’, 25 ივლისს გაიმართა, სადაც მონაწილეობა საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა, აღმოსავლეთ საქართველოს ნაკრებმა – ამერი, ინგლისის კენტის საგრაფოს გუნდებმა ინვიქტამ და იომენმა მიიღეს.
სერიის მეორე, ტურნირი – ‘თბილისის სარაგბო ფესტივალი’, 28 ივლისს მარტყოფის სარაგბო ბაზაზე გაიმართა. ტურნირზე მონაწილე გუნდებს დასავლეთ საქართველოს ნაკრები – იმერი დაემატად. ამჯერად ინგლისელმა სტუმრებმა მხოლოდ ინვიქტა გამოიყვანეს. იმის გამო, რომ ასპინძის ფესტივალზე იომენს რამოდენიმე მოთამაშე ტაემტვრად და გადაწყდა დარჩენილი მოთამაშეებით ინვიქტას გაეძლიერებინათ.
თბილისის ფესტივალი
ასპინძის ფესტივალის მსგავსად, ტურნირის განრიგის მიხედვით, გუნდებმა 6 შეხვედრა გამართეს ერთმანეთის წინააღმდეგ. თითო მატჩი ორი თორმეტ წუთიანი ტაიმისგან შედგებოდა.
თბილისშიც საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა ბრწყინვალედ იასპარეზა და ყველა მატჩი მოიგო. უკანასკნელ შეხვედრაში ისინი, კვლავ ინვიქტას დაუპირისპირდნენ და ამჯერადაც სძლია მოწინააღმდეგეს.
პირველ შეხვედრაში საქართველო იმერს შეხვდა და 35-5 მოუგო დასავლელებს. შემგომ მარტყოფის ბაზის მოედანზე ინვიქტა და ამერი შევიდნენ. ასპინძის ფესტივალზე ინვიქტამ 20-10 სძლია ამერს, ხოლო ამჯერად ამერმა შესძლო გამარჯვება ანგარიშით 14-5. 20-წუთიანი შესვენების შემდეგ იმერისა და ინვიქტას მატჩის დრო დადგა. დასავლეთ საქართველოს ნაკრებმა ინგლისელ თანატოლებს 19-7 სძლია. მეოთხე მატჩში საქართველომ ამერს 27-7 მოუგო. საღამოს მეხუთე შეხვედრაში ერთმანეთს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ნაკრებები ერკინენ. შეხვედრა ძალზედ დაძაბული გამოდგა, რომელშიც გამარჯვებას იმერმა პირველ ტაიმში დადებული ერთადერთი ლელოს ხარჯზე მიაღწია (7-0). ტურნირის უკანასკნელ მატჩში, როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა ინვიქტას 22-7 მოუგო.
„ორივე ტურნირით ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს ჩვენი ბიჭებისათვის კოლოსალური გამოცდილებაა, რაც მათ მომავალ სარაგბი კარიერაში და ცხოვრებაში გამოადგებათ. ორივე ტურნირის უკანასკნელ მატჩში ინვიქტა და საქართველოს 15 წლამდელები დაუპირისპირდნენ ერთმანეთ და ორი ერთმანეთზე უფრო დაძაბული და საინტერესო მატჩი შემოგვთავაზეს. რაც მთავარია ჩვენმა ბიჭებმა ახალი მეგობრები შეიძინეს და თქვენ ქვეყანას გაეცნენ“ – განაცხადა სთივენ რეილი-სთრათმა, აღმოსავლეთ კენტის რეგიონალური რაგბის კლუბის მწვრთნელმა.
„საქართველოს 15 წლამდელთა ნაკრები რეგულარულად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა როდესაც ჩვენმა ბიჭებმა საერთაშორისო გამოცდილება საკუთარ კედლებში მიიღეს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია, ის რომ ნაკრების გარდა ტურნირში მონაწილოება დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ნაკრებებმა მიიღეს, შესაბამისად უფრო მეტმა ქართველმა მორაგბემ მიიღო საერთაშორისო გამოცდილება“ – განაცხადაგიორგი ენუქიძემ , საქართველოს 15 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა.
Rugby.Ge