‘რაგბი აერთიანებს’ – თბილისის სარაგბო ფესტივალი

თარიღი: აგვისტო 1, 2014

რაგბი აერთიანებს! რაგბიმ ქართველი და ინგლისელი მომავალი ვარსკვლავები დაამეგობრა!

დასრულდა 15-წლამდელთა საერთაშორისო ფესტივალების სერია ‘რაგბი აერთიანებს’. სერია ორ ეტაპად გაიმართა. პრველი ტურნირი, ‘ასპინძის სარაგბო ფესტივალი’, 25 ივლისს გაიმართა, სადაც მონაწილეობა საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა, აღმოსავლეთ საქართველოს ნაკრებმა – ამერი, ინგლისის კენტის საგრაფოს გუნდებმა ინვიქტამ და იომენმა მიიღეს.

სერიის მეორე, ტურნირი – ‘თბილისის სარაგბო ფესტივალი’, 28 ივლისს მარტყოფის სარაგბო ბაზაზე გაიმართა. ტურნირზე მონაწილე გუნდებს დასავლეთ საქართველოს ნაკრები – იმერი დაემატად. ამჯერად ინგლისელმა სტუმრებმა მხოლოდ ინვიქტა გამოიყვანეს. იმის გამო, რომ ასპინძის ფესტივალზე იომენს რამოდენიმე მოთამაშე ტაემტვრად და გადაწყდა დარჩენილი მოთამაშეებით ინვიქტას გაეძლიერებინათ.

თბილისის ფესტივალი

ასპინძის ფესტივალის მსგავსად, ტურნირის განრიგის მიხედვით, გუნდებმა 6 შეხვედრა გამართეს ერთმანეთის წინააღმდეგ. თითო მატჩი ორი თორმეტ წუთიანი ტაიმისგან შედგებოდა.

თბილისშიც საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა ბრწყინვალედ იასპარეზა და ყველა მატჩი მოიგო. უკანასკნელ შეხვედრაში ისინი, კვლავ ინვიქტას დაუპირისპირდნენ და ამჯერადაც  სძლია მოწინააღმდეგეს.

პირველ შეხვედრაში საქართველო იმერს შეხვდა და 35-5 მოუგო დასავლელებს. შემგომ მარტყოფის ბაზის მოედანზე ინვიქტა და ამერი შევიდნენ. ასპინძის ფესტივალზე ინვიქტამ 20-10 სძლია ამერს, ხოლო ამჯერად ამერმა შესძლო გამარჯვება ანგარიშით 14-5.  20-წუთიანი შესვენების შემდეგ იმერისა და ინვიქტას მატჩის დრო დადგა. დასავლეთ საქართველოს ნაკრებმა ინგლისელ თანატოლებს 19-7 სძლია. მეოთხე მატჩში საქართველომ ამერს 27-7 მოუგო. საღამოს მეხუთე შეხვედრაში ერთმანეთს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ნაკრებები ერკინენ. შეხვედრა ძალზედ დაძაბული გამოდგა, რომელშიც გამარჯვებას იმერმა პირველ ტაიმში დადებული ერთადერთი ლელოს ხარჯზე მიაღწია (7-0). ტურნირის უკანასკნელ მატჩში, როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა ინვიქტას 22-7 მოუგო.

„ორივე ტურნირით ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს ჩვენი ბიჭებისათვის კოლოსალური გამოცდილებაა, რაც მათ მომავალ სარაგბი კარიერაში და ცხოვრებაში გამოადგებათ. ორივე ტურნირის უკანასკნელ მატჩში ინვიქტა და საქართველოს 15 წლამდელები დაუპირისპირდნენ ერთმანეთ და ორი ერთმანეთზე უფრო დაძაბული და საინტერესო მატჩი შემოგვთავაზეს. რაც მთავარია ჩვენმა ბიჭებმა ახალი მეგობრები შეიძინეს და თქვენ ქვეყანას გაეცნენ“ – განაცხადა სთივენ რეილი-სთრათმა, აღმოსავლეთ კენტის რეგიონალური რაგბის კლუბის მწვრთნელმა.

„საქართველოს 15 წლამდელთა ნაკრები რეგულარულად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა როდესაც ჩვენმა ბიჭებმა საერთაშორისო გამოცდილება საკუთარ კედლებში მიიღეს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია, ის რომ ნაკრების გარდა ტურნირში მონაწილოება დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ნაკრებებმა მიიღეს, შესაბამისად უფრო მეტმა ქართველმა მორაგბემ მიიღო საერთაშორისო გამოცდილება“ – განაცხადაგიორგი ენუქიძემ , საქართველოს 15 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა.

Rugby.Ge

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ლაშა ტალახაძის ახალი ავტომობილი (ფოტო)

მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ ახალი ავტომობილი შეიძინა. 26 წლის სპორტსმენმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა ტაკაკეიშო დაამარცხა (ვიდეო)

აკი ბაშო, VII დღე ტოჩინოშინი – ტაკაკეიშო ტოჩინოშინის ბალანსი: 4-4 იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა დაიეიშო დაამარცხა (ვიდეო)

აკი ბაშო, VII დღე დაიეიშო – ტოჩინოშინი ტოჩინოშინის ბალანსი: 3-4 იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა ტაკაიასუ ბრწყინვალედ დაამარცხა (ვიდეო)

აკი ბაშო, V დღე ტაკაიასუ – ტოჩინოშინი ტოჩინოშინის ბალანსი: 2-3 იხილეთ ვიდეო 大相撲秋場所 五日目 幕内栃ノ心 二勝目 […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაია ანდრადე – ესპანელი ფრენბურთელი (ფოტო)

ლაია ანდრადე 23 წლის ესპანელი ფრენბურთელია, რომელიც ყურადღებას მისი გარეგნობითაც იპყრობს....
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინის პირველი გამარჯვება აკი ბაშოზე (ვიდეო)

იუტაკაიამა – ტოჩინოშინი აკი ბაშო, III დღე იხილეთ ვიდეო September 2020 – Day 3 – […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

სიკვდილით დასჯილი ნავიდ აფკარის ბოლო სიტყვებს მის დაკრძალვაზე მოუსმინეს

ირანის პოლიტიკური პატიმარი, 27 წლის მოჭიდავე ნავიდ აფკარი 12 სექტემბერს ქალაქ შირაზის ციხეში სიკვდილით დასაჯეს. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გაიცანით ტაეკვანდოს ყაზახი მებრძოლი, რომელსაც საქართველო ძალიან უყვარს (ფოტო)

აიჟან ბაიზაკოვა ტაეკვანდოში ყაზახეთის ჩემპიონი და შავი ქამრის მფლობელია. ის ბავშვობიდან საბრძოლ ხელოვნებებს ეუფლება. ყაზახული […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ტახი მზადაა, რომ შეგჭამოს!” – ლევან საგინაშვილმა რუს დენის ციპლენკოვს უ

2020 წლის ბოლოს, ქართველი მკალვჭიდელი ლევან საგინაშვილი ორ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს. “ქართველი ჰალკი” სუპერღონისძიებაში მიიღებს...
წაკითხვა
სხვადასხვა

გიორგი ზანთარაია პოლიტიკაში მიდის

უკრაინის ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი, გიორგი ზანთარაია 32 წლის ასაკში პოლიტიკური კარიერის დაწყებას გეგმავს და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

კონორ მაკგრეგორმა ამირან გოგოლაძე სასპარინგოდ მიიწვია

ქართველი მებრძოლი, ამირან გოგოლაძე UFC-ის ვარსკვლავმა კონორ მაკგრეგორმა სასპარინგოდ აშშ-ში, საკუთარ დარბაზში მიიწვია. ამ ინფორმაციას […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ზვიად ლაზიშვილი LFA-ს სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა – ქართველის შესანიშნავი გამა

ზვიად ლაზიშვილი ოქტაგონზე კვლავაც დაუმარცხებელია. რამდენიმე საათის წინ ქართველმა მებრძოლმა კარიერის უმნიშვნელოვანესი ბრძოლა გამართა. ლაზიშვილმა [&hell...
წაკითხვა
სხვადასხვა

ირანელ მოჭიდავეს სიკვდილით სჯიან

ირანის რესპუბლიკამ 27 წლის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეს, ნავიდ აფკარის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ირანის მთავრობამ ქვეყნის […]...
წაკითხვა