რაგბი ევროპა | გაფართოებული შემადგენლობა ბელგია-გერმანიისთვის

თარიღი: იანვარი 24, 2018

ბორჯღალოსების სამწვრთნელო შტაბმა 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ორი მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. წლის პირველ შეხვედრას ბორჯღალოსნები ბელგიის წინააღმდეგ 10 თებერვალს, ქუთაისში გამართავენ.

ნაკრების არსებობის 28-წლიან ისტორიაში ბორჯღალოსნები ქუთაისში მესამედ ითამაშებენ. პირველი შეხვედრა 1989 წელს (12 სექტემბერს) გაიმართა. მაშინ ქუთაისს ზიმბაბვეს ნაკრები ეწვია და საქართველომ პირველ, ისტორიულ მატჩში მეტოქე 16:3 დაამარცხა.

2005 წლის 12 ივნისს ბორჯღალოსნებმა მაშინდელი ერთა თასის ეგიდით ქუთაისში ჩეხეთი მიიღეს, მეტოქეს 11 ლელო გაუტანეს, 75:10 დაამარცხეს და გატანილ-გაშვებული ქულათა უკეთესი სხვაობით წელი პირველ ადგილზე დაასრულეს.

‘აია არენაზე’ ბორჯღალოსნები პირველად ითამაშებენ. შეხვედრა 14 საათზე დაიწყება.

ამ თამაშიდან ერთ კვირაში, 17 თებერვალს, საქართველო გერმანიას ეწვევა და ჩვენი დროით 17:30 საათზე მასპინძელთა გუნდს ოფენბახში შეხვდება.

ბორჯღალოსნებს ბელგიელებთან აქამდე 3-ჯერ, ხოლო გერმანელებთან 6-ჯერ უთამაშიათ და ორივე მეტოქესთან 100%-იანი შედეგი აქვთ.

ორი დებიუტანტი გაფართოებულ რაზმში

პირველი ორი მატჩისთვის შერჩეულ 36-კაციან გაფართოებულ სიაში ორი ისეთი მორაგბეა, რომელთაც ბორჯღალოსნების კვართით ჯერ არ უთამაშიათ. ორივე პოტენციური დებიუტანტი მესამეხაზელია – მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი) და საქართველოს ჩემპიონის, გორის ‘ჯიქის’ კაპიტანი გურამ შენგელია.

მთლიანობაში, 36 მორაგბედან 24 ლეგიონერია, ხოლო 12 დიდ 10-ს წარმოადგენს. დიდი 10-ის კლუბების მოთამაშეები, ასევე ციმბირული კლუბების ლეგიონერები, საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის ხელმძღვანელობით შევარდენზე კვირაში 3-ჯერ ვარჯიშობენ, ხოლო უშუალოდ ბელგიასთან მატჩისთვის მზადება და შეკრება კი, 4 თებერვალს დაიწყება.

ამ ორი თამაშისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში არიან გამოცდილი ბორჯღალოსნები:

მიხეილ ნარიაშვილი, კახა ასიეშვილი, ზურაბ ჟვანია, ანტონ ფეიქრიშვილი, ლევან ჩილაჩავა, შალვა მამუკაშვილი, კოტე მიქაუტაძე, გიორგი ნემსაძე, ვიტო კოლელიშვილი, გიორგი თხილაიშვილი, ლაშა ლომიძე, ვასილ ლობჟანიძე, გიორგი ბეგაძე, ლაშა ხმალაძე, ლაშა მალაღურაძე, მერაბ შარიქაძე, დავით კაჭარავა, ალექსანდრე თოდუა, ბექა წიკლაური და მერაბ კვირიკაშვილი.

შედარებით ახალბედები არიან თორნიკე მატარაძე, ლაშა ტაბიძე, ბადრი ალხაზაშვილი, გიორგი ჭყოიძე, ნოდარ ჭეიშვილი, ოთარ გიორგაძე, გიორგი ცუცქირიძე, გელა აფრასიძე, რევაზ ჯინჭველაშვილი, გიორგი კვესელაძე, გიორგი კოშაძე, ანზორ სიჭინავა, იოსებ მათიაშვილი და გიორგი ფრუიძე. ახალბედებს შორის ყველაზე მეტი – 13 კეპი ფრუიძის ანგარიშზეა, თუმცა მან ბორჯღალოსანთა კვართით ბოლოს ერთი წლის წინ, სწორედ ბელგიასა და გერმანიის წინააღმდეგ ითამაშა. 2 სანაკრებო კეპი სწორედ ერთი წლის წინ, ბელგია-გერმანიასთან მოიხვეჭა ჭყოიძემ, ხოლო სიჭინავამ ერთადერთი კეპი 2016 წლის ნოემბერში, იაპონიასთან მოიხვეჭა.

მსოფლიოსთვის მზადება იწყება

მილთონ ჰეიგი ამბობს, რომ 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების კუთხით, 2018 წელს გასამართ მატჩებს უდიდესი მნიშვნელობა ექნება:

„ვიწყებთ მზადებას 2019 წლის მსოფლიო თასისთვის და ღირშესანიშნავი დრო დაგვიდგა, რადგან ახალი სეზონის საწყისია მათთვის, ვინც ჩართულნი ვართ ნაკრების მუშაობაში. 2018 წლის დაწყებასთან ერთად, ვგეგმავთ იმ სელექციისა და გეგმების წარდგენას, რომელიც გავლენას იქონიებს 2019 წლის მსოფლიო თასის სტრატეგიასა და მიზნებზე.

„იმ მორაგბეებმა, რომლებსაც უახლოესი 12 თვის განმავლობაში შევარჩევთ, უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ პერიოდში მათ დიდი ყურადღებით დავაკვირდებით, რათა დავადგინოთ ნამდვილად იმსახურებენ თუ არა, რომ იაპონიაში ჩვენ ქვეყანას წარმოადგენდნენ“.

ჰეიგმა ორი უახლოესი თამაშისთვის შერჩეული მორაგბეების შესახებ განაცხადა:

„გაფართოებული შემადგენლობა, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ორი თამაშისთვის დავასახელეთ, შედგება გამოცდილი, სტაბილური მოთამაშეებისგან. მათ საკუთარი შესაძლებლობები არაერთხელ დაამტკიცეს. ასევე არიან ახალგაზრდა მორაგბეები, რომლებზეც ვფიქრობთ, რომ კარგი მომავალი აქვთ. მათ შორის შევარჩიეთ ის ადგილობრივი მოთამაშეები, რომლებიც ბოლო ოთხი თვის განმავლობაში გულმოდგინედ ვარჯიშობენ და საუცხოოდ ირჯებიან დიდი 10-ის თამაშებში.

„მსოფლიო თასისთვის მზადების ოფიციალურად დაწყებამდე სულ რაღაც 18 თვე რჩება და თითოეულ შესაძლებლობას, თითოეულ ცდას, როგორც ვარჯიშისას, ასევე თამაშზე, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა. ყველას, ვისაც სურს, რომ 2019 წლის მსოფლიო თასისთვის განიხილებოდეს, ძალ ღონე არ უნდა დაიშუროს და წინ დიდი ნაბიჯი გადადგას.”

Rugby.Ge



მსგავსი სიახლეები
რაგბი

სოსო ტყემალაძე: “იტალიელთა პრეზიდენტი არასპორტულად მოიქცა”

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ ვახო ხუზმიაშვილის “თავისუფალ სივცრცეში” საინტერესო ისტორია მოჰყვა. “ჩვენ თამაშამდე ერთ-ე...
წაკითხვა
რაგბი

“ქართველებისთვის ექვსი ერის კარი კვლავ დახურულია”

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ტიერ ერთის ნაკრებს მოუგო. ბორჯღალოსნებმა იტალია 28-19 დაამარცხეს და ექვს ერში […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “საყვედურს არავის ვეუბნები, მაგრამ საწყენია მუდმივი კრიტიკა”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, ესპანეთთან გამარჯვების (49:15) […]...
წაკითხვა
რაგბი

დიმიტრი ბასილაია – ქართველი მორაგბე, რომელიც უკრაინელ ჯარისკაცებს ცხელი საჭმელით ამა

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დიმიტრი ბასილაია კიევის სარაგბო გუნდს წვრთნის. გარდა ამისა, უკრაინაში მეგობრებთან ერთად […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის თამაში არ ჩატარდება

საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. 2022 წლის რაგბი ევროპის […]...
წაკითხვა
რაგბი

ყაველაშვილი: “გარკვეული ორგანიზაციები რუსეთთან თამაშის ჩაშლას აპირებენ”

სპორტის კომიტეტის თავჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა 27 თებერვალს საქართველო – რუსეთის რაგბის თამაშის შესახებ ისაუბრა. “ყველა […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსეთმა “რაგბი ევროპას” მიმართა – საქართველოს რაგბის კავშირმა უკრაინული

27 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში, თბილისში, “დინამო არენაზე” რუსეთს უმასპინძლებს. […]...
წაკითხვა
რაგბი

ნიკოლოზ ნარმანია: “საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში არ შემიძლია”

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ნიკოლოზ ნარმანიამ განაცხადა, რომ ის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებს. ფრანგული […]...
წაკითხვა
რაგბი

“შემირცხვენია ყველა ის მორაგბე, რომელიც რუსებს მოემსახურება”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირაკლი ჩომახაშვილმა ქართველი მორაგბეების რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად შეკრებაზე სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

რაგბის კავშირმა რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად ქუთაისში შეკრების გამართვაზე განცხადება გაავრცელა. “გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში […]...
წაკითხვა
რაგბი

“ოკუპანტს ხელგაშლილი ვხვდებით, ისე დავუმეგობრდით, ვეღარც მოვუგებთ”

საქართველოს 7-კაცა ეროვნული ნაკრები 24 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე ქუთაისში შეკრებას რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად გაივლის. […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძე: “ლაშა ყოველთვის წყნარად, თავჩაღუნული მიყვებოდა თავის საქმეს”

ლეგენდარული მორაგბემ მამუკა გორგოძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” ლაშა შავდათუაშვილზე ისაუბრა. “ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ ბიჭ...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება თეა წულუკიანზე

საქართველოს რაგბის კავშირი პასუხობს 20 იანვარს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც გაჟღერდა მცდარი მოსაზრება, რომ რაგბის […]...
წაკითხვა
რაგბი

ჩილაჩავამ ავსტრალიელ ჰუკერს სახეში ხელი უთავაზა (ვიდეო)

საფრანგეთის ტოპ 14-ში “კასტრი ოლიმპიკის” ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ავსტრალიელი ჰუკერისგან ტოლუ ლატუსგან სახეში დარტყმა მიიღო, […]...
წაკითხვა