რაგბი ევროპა | საფინიშო რაზმი

თარიღი: მარტი 7, 2017

ესპანეთიდან დაბრუნებულმა ბორჯღალოსნებმა “რაგბი ევროპისპირველობის ბოლოორი მატჩის წინ ოდნავ გადაიხალისეს რაზმი ტურნირის ფინიშზე ერთპიროვნულილიდერისაქართველო 12 მარტს რუსეთს უმასპინძლებს, ხოლო 19 მარტს რუმინეთსეწვევა

 

მილთონ ჰეიგის განკარგულებაში 31 მორაგბეა – 14 უკანა’ხაზელი და 17 მორკინალი. დაგვემატა სამი გამოცდილი ლეგიონერი – მამუკა გორგოძე, მიხო ნარიაშვილი და ზურა ჟვანია. შალვა მამუკაშვილი კლუბში მიბრუნდა, ესპანეთთან თავ’გამოჩენილი ახალბედა, სოსო მათიაშვილი კი “შვიდკაცამ” იხმო.

 

ჰეიგმა შეკითხვის პასუხად დაგვიდასტურა, რომ ამ რაზმით ვეთამაშებით როგორც რუსეთს, ასევე რუმინეთს.

 

გამართლებული ნდობა

 

მწვრთნელი კმაყოფილია ყველა ახალგაზრდის ზრდა-დაოსტატებით და ტურნირის ბოლო ორ მატჩშიც გეგმავს მათზე დაკვირვებას.

 

მილთონის აზრით, “ნდობა გაამართლა უკლებლივ ყველა ახალბედამ და ჩინებულადაც გამოიყენა შანსი, რათა მწვრთნელებისთვის მოეწონებინა თავი უნარ-ჩვევებით.

 

ერთი კია, დასკვნითი ორი თამაშისთვის რომ უპრიანია გამოცდილ ლიდერთა ამატება, მაგიტომ ვიხმეთ მიხო და მამუკა.

 

ზურა ჰუქერად შეცვლის შალვას, რადგან ეს ახალ კლუბში – ტულონში – მედ’ჯოკერია და მისი გათავისუფლება გვმართებდა.

 

დაშავებულ შარიქაძეს ყოველ’დღიურად ვაკვირდებით.  მერაბი ცოტათი მოკეთდა, მაგრამ შეძლებს თუ ვერა თამაშს, ეგ კვირის ბოლოსკენ გამოჩნდება” – დასძინა მილთონ ჰეიგმა.

 

თამაში კვირასაა

 

რუსეთთან რკენა – ტრადიციული შაბათის ნაცვლად –კვირა დღესაა, პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” და 18 საათზე იწყება.

 

ბილეთები იყიდება როგორც ონლაინ TKT.ge/geovrus და სტადიონის სალაროებში (ყოველდღე 11:00-19:00).

1 2

Rugby.GE

მსგავსი სიახლეები
რაგბი

გამარჯვებულმა მორაგბემ მსაჯი ხელში აიტაცა და წითლი ბარათი მიიღო (ვიდეო)

საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო დივიზიონში ძალიან სახალისო მომენტი დაფიქსირდა. ბოლო წუთზე მოპოვებული ლელოს წყალობით გახარებულმა […]...
წაკითხვა
რაგბი

ოფიციალურად: ლაშა ჯაიანი “უოსპსში” ითამაშებს!

ბორჯღალოსანი მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი ინგლისში დაბრუნდება და კარიერას პრემიერშიფის “უოსფსში” გააგრძელებს. “უოსფსი” 153 წლის წინ...
წაკითხვა
რაგბი

ნიკა ამაშუკელი – პირველი ქართველი რეფერი, რომელიც ჩემპიონთა თასზე იმსაჯებს

ნიკა ამაშუკელი გახდება პირველი ქართველი რეფერი, რომელიც ევროპის უძლიერეს საკლუბო ტურნირზე, ჩემპიონთა თასზე იმსაჯებს. 17 […]...
წაკითხვა
რაგბი

საჯარო რეესტრმა ირაკლი აბუსერიძეს პრეზიდენტად რეგისტრაციაზე უარი უთხრა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ირაკლი აბუსერიძეს რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაზე უარი განუცხადა. მიზეზად წესდების დარღვევით […]...
წაკითხვა
ბლოგი

2020 წლის 40 ყველაზე გამორჩეული სპორტული ფოტო

ფოტოსააგენტო Getty Images, Reuters-თან და AFP-სთან თანამშრომლობის შედეგად 2020 წლის 40 ყველაზე გამორჩეულ ფოტოს გვთავაზობთ. […]...
წაკითხვა
რაგბი

ზირაქაშვილი: “ეს იქნება სამარცხვინო… ყველამ საკუთარ თავში ჩაიხედოს”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მორაგბემ დავით ზირაქაშვილმა რაგბის კავშირის არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა. ზირაქაშვილმა კიდევ ერთხელ [&hellip...
წაკითხვა
რაგბი

ჩხუბი საქართველოს ჩემპიონატში – მსაჯმა ორ მორაგბეს წითელი ბარათი უჩვენა (ვიდეო)

დღეს, საქართველოს დიდი 10-ის მეოთხე ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს “არმაზი” და “ყოჩები დაუპირისპირდნენ. მატჩი [&helli...
წაკითხვა
რაგბი

ირაკლი აბუსერიძე: “აგიხსნით, რატომ არის დღევანდელი დღე სამარცხვინო”

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ 25 დეკემბერს გამართული გამგეობის კრებასთან დაკავშირებულ საკითხზე სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
რაგბი

ოფიციალურად: გიორგი კვესელაძე “გლოსთერში” ითამაშებს!

საქართველოს ნაკრების წევრი, გიორგი კვესელაძე კარიერას ინგლისის პრემიერშიფში, “გლოსთერის” რიგებში გააგრძელებს. 23 წლის მორაგბე ინგლისში [&h...
წაკითხვა
რაგბი

ლევან მაისაშვილმა “შემოდგომის ერთა თასზე” საქართველოს ნაკრების გამოსვლა შეაფას

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა იმ სარგებლებზე ისაუბრა, რაც „შემოდგომის ერთა თასმა“ ქართულ რაგბს მისცა. […]...
წაკითხვა
რაგბი

ირაკლი მაჩხანელი: “ლევან მაისაშვილმა შედეგი ვერ დაგვანახა”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილმა წევრმა, ირაკლი მაჩხანელმა შემოდგომის ერთა თასზე “ბორჯღალოსნების” გამოსვლა შეაფასა და მთავარ [&helli...
წაკითხვა
რაგბი

ლევან მაისაშვილი: ‘ამ ტურნირზე საქართველოს ნაკრების გამოსვლას დადებითად ვაფასებ̵

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა ფიჯისთან მარცხის (24:38) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იცით, “ბორჯღალოსნებმ...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ფიჯის წინააღმდეგ

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, 5 დეკემბერს ედინბურგში, „მარიფილდზე“ ფიჯისთან გასამართი შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა. დუ...
წაკითხვა
რაგბი

“ვინმემ იცის ამ ენის წარმოშობის შესახებ?” – უცხოელები ქართველი კომენტატო

29 ნოემბერს, შემოდგომის ერთა თასზე, საქართველოს ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდა და 10:23 დამარცხდა. შეხვედრის მე-17 წუთზე […]...
წაკითხვა
რაგბი

რობ კირნი: ‘დღის მთავარი ამბავი – იმსახურებს საქართველოს ნაკრები ექვსი ერის გუ

ირლანდიის ნაკრების ყოფილმა მორაგბემ, რობ კირნიმ “შემოდგომის ერთა თასზე” ირლანდიასა და საქართველოს შორის გამართული შეხვედრის […]...
წაკითხვა