რაგბი ევროპამ ესპანელი მორაგბეები მკაცრად დასაჯა
ევროპული რაგბის მმართველმა ორგანომ, რაგბი ევროპამ ესპანეთის ნაკრების მორაგბეები მკაცრად დასაჯა.
რაგბი ევროპის დამოუკიდებელმა დისციპლინარულმა კომიტეტმა 18 მარტს, ბელგიისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გამართული შეხვერის ინციდენტები განიხილა. როგორც იცით, შეხვედრას რუმინელი არბიტრი, ვლად იორდეკესკუ ჰყავდა. მას ესპანელები არასწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებდნენ, რისი წყალობითაც რუმინეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პირდაპირ მოხვდა.
სებასტიან რუე მსაჯის ფიზიკური და სიტყვიერი შურაცხყოფისთვის ყველაზე მკაცრად, 43 კვირით დასაჯეს. ამავე მიზეზით, 36 კვირიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს გიომ რუეს. მსაჯზე მუქარის გამო, 14-14 კვირით დასაჯეს ლუკას გიომი, პიერ ბარტერი და მატიე ბელი.
დისკვალიფიკაცია საკლუბო და სანაკრებო დონეზე ვრცელდება. მორაგბეებს გადაწყვეტილების გასაჩვირებისათვის შვიდი დღე აქვთ.