რაგბი მთაში
პროექტი “რაგბი მთაში”, რომელიც ფშავ-ხევსურეთში ადგილობრივი მოზარდებისთვის რაგბის გაცნობასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, ავტორებმა ფილმად აქციეს, რომლის პრეზენტაციაც 24 ივლისს რაგბი ფაბში შედგა.
იდეისა და ფილმის ავტორები ლევან ჯობავა, ალექსანდრე შენგელია, ჯაბა კიკვიძე და გოგა ბეჟაშვილი არიან.
გულშემატკივრების 4 კაციანმა ჯგუფმა რაგბის წაღება მთაში გადაწყვიტა და 9 ივლისს ფშავ-ხევსურეთში გაემგზავრა. ექსპედიცია 1 კვირას გაგრძელდა და ჯგუფის წევრებმა გზა თვალივიდან შატილამდე ფეხით გაიარეს. თვალივი, მაღაროსკარი, ჩარგალი, ბარისახო, შატილი – ეს მათი მარშრუტია, რომელიც ჯგუფმა 7 დღეში დაფარა.
მოგზაურობა საკმაოდ რთული და დატვირთული იყო, რაც ფილმიდანაც კარგად ჩანს.
პროექტის ავტორი ლევან ჯობავა : “ფილმი ასახავას 4 ადამიანის ფშავ-ხევსურეთში მოგზაურობას და მცდელობას, რომ იქაურ ახალგაზრდებს, სკოლის ასაკის ბავშვებს, გააცნოს რაგბი. ჩვენი მიზანი იყო აგვეტანა რაგბი მთაში. ამისთვის 90 კილომეტრი გავიარეთ ფეხით. ვხვდებოდით ბავშვებს სხვადასხვა სოფელში, ვუხსნიდით რაგბის წესებს, ვათამაშებდით, რა თქმა უნდა, დაწყებით დონეზე, ვუყვებოდით ისტორიებს ჩვენს მორაგბეებზე და ნაკრებზე. საინტერესო ექსპედიცია იყო, რითიც ძალიან კმყოფილი ვარ.”
პროექტის ავტორი გიორგი ბეჟაშვილი: “ამ ფილმის იდეა ეკუთვნის ლევან ჯობავას, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ფშავ-ხევსურეთში წავსულიყავით და გაგვეცნო იქ მაცხოვრებელი ბავშვები, აგვეხსნა რაგბის მინიმალური წესები გადაგვეცა ბურთები, მაისურები, რითიც შეძლებდნენ თამაშის გაგრძელებას. მთვარი მიზანი ის იყო, რომ დაინტერესებულიყვნენ რაგბით. არსებობს უამრავი მაგალითი იმისა, რომ სწორედ ასეთ ბავშვებს მცირე ვარჯიშის შედეგადაც კი შეუძლიათ მიაღწიონ გარკვეულ წარმატებას. ამ ეტაპზე შედეგი გვაქვს ის, რომ ისინი ნამდვილად დაინტერესებულები არიან ამ სპორტით, გაითავისეს რაგბის ძირითადი ღირებულებები. ბევრი მათგანი უკვე საკმაოდ მომზადებული დაგხვდა, ბევრი იცნობდა საქართველოს ნაკრების წევრებს და მათი გულშემატკივრებიც იყვნენ. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება – პროექტი გაგრძელდება რაჭაში და ვაპირებთ, რომ სარაგბო ეკიპირება მეტი შევიტანოთ ამ კუთხეში.”
Rugby.GE