რაგბის დადებითი გავლენა ომით დაზარალებულ სოფლებში
ავტორი: ალისთერ უათი
Worldrugby,org
2008 წლის ომით დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრებ ბავშვებისათვის რაგბის პროექტი უკვე სამი თვეა რაც მოქმედებს და ორგანიზატორების განცხადებით მას უკვე დადებითი ცვლილებები მოაქვს.
“სკოლის შემდეგ ისინი საშინაო დავალებებს ამზადებენ და უფროსებს ბაღებში მუშაობაში ეხმარებიან. ეს პროექტი მათ ნამდვილი ბავშობის შეგრძნებას აძლევს და გასართობს,“ ამბობს გიორგი კაჭარავა, 32 წლის ქართველი მორაგბე, რომელსაც 2000-იან წლებში თავისი ქვეყნის ნაკრების კვართი 15-ჯერ მოურგია. ახლა ის ‘საქართველოს სამარიტელთა კავშირს’ ეხმარება მათ საოცარ სარაგბო პროექტის განხორციელებაში.
როგორც საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, ლელო სარასენსის კაპიტანს კაპიტანს, გიორგი კაჭარავას საკმარისი ცოდნა და გამოცდილება დაუგროვდა, რომელსაც იგი უზიარებს შიდა ქართლის სოფლებში – დირსში, არბოში, ქორდში და ტირძნისში მცხოვრებ ბავშვებს.
“საქართველოს რაგბის კავშირში ბევრს ვიცნობ და აქედან გამომდინარე მათთან ერთად ამ რეგიონში პროექტის განხორციელება მსურდა. მინდოდა, რომ აქ მაცხოვრებელ ბავშვებს ჯანმრთელი ცხოვრების წესით ეცხოვრათ და ერთმანეთს მხარში დადგომოდნენ,” განაცხადა კაჭარავამ, რომელიც მოხალისის სტატუსით უამრავ საზოგადოებრივ პროექტში მონაწილეობს, მათ შორის არასრულწლოვან დამნაშავეთა კოლონიაში, სადაც იგი დაწესებულებაში მყოფთ რაგბს ავარჯიშებს.
ფოკუსი დადებითზე
“აქაური ბავშვები გაჭირვებაში ცხოვრობენ. ბევრი მათგანი სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება. ზოგიერთი, კი 2008 წლის ომის შემდეგ ჯერ ვერ მოსულა გონზე. მიმაჩნია, რომ სპორტი, ჩვენ შემთხვევაში რაგბი, აძლევს მათ დადებითზე ფიქრის შესაძლებლობას“.
პროექტის ავტორს, გიორგი კაჭარავას უნდოდა, რომ იგი თვითკმარი ყოფილიყო. ამიტომაა, რომ სამწვრთნელო კურსები ადგილებზე ტარდება. მომავალი წლის შემოდგომაზე, ამ ერთწლიანი პროექტის დასრულებისას, საქართველოს სამარიტელთა კავშირს და გიორგი კაჭარავას დაარსებული ექნებათ სარაგბო კლუბი, სადაც ადგილობრივ ბავშვებს ადგილობრივი მაცხოვრებლები გაწვრთნიან.
ბოლო წლებში საქართველოსთვის ყველაზე მძიმე დღეებში, 2008 წლის ომის დროს ეს სოფლები ფრონტის წინა ხაზზე მოექცნენ.
„სრული პანიკა იყო. ამ სოფლებიდან ყველა გაიქცა. ბევრ მათგანს ფრონტის ხაზის მეორე მხარეს მეგობრები და ოჯახის წევრები ჰყავს, უკვე რამდენი ხანია მათ ერთმანეთი აღარ უნახავთ“, გვიყვება გიორგი კაჭარავა; იგრძნობა მისი ალალი სურვილი, წარმატებულად განახორციელოს პროექტი და დაეხმაროს მასში ჩართულ ბავშებს.
ომამდე, იქაურ სოფლელებს თავი გაჰქონდათ ხილის და სხვა აგრარული პროდუქციის გაშენება-გაყიდვით, მაგრამ ბოლო ექვსი წლის მანძილზე მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა; ადგილობრივი მოსახლეობის ნახევარზე მეტი უკიდურეს სიღარიბეშია.
დიდი ენთუზიაზმით
ამ პროექტს, რომელიც ერთობლივად ‘ავსტრიელ სამარტიტელთა ასოციაციის’ და საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ფინანსდება და ‘გაეროს ქალთა ორგანიზაციის’ მხარდაჭერით ხორციელდება, ყველა დიდი ენთუზიაზმით შეუდგა.
“ისინი ყველაფერს უცებ ითვისებენ. პირველი ვარჯიშის გასამართად, რომ ჩავედით ბავშვები სიახლით გახარებულნი იყვენენ და ერთი სული ქონდათ ვარჯიში როდის დაიწყებოდა. ახლა ისინი ძალზე მოტივირებულნი არიან და შესაბამისად ემზადებიან ყოველი ვარჯიშისათვის.“ დაამატა დავით კაჭარავამ, რომლის ძმა, ბორჯღალოსნების ერთერთი ლიდერი დავით კაჭარავა, ეროვნული ნაკრების სხვა მოთამაშეებთან ერთად ხშირად სტუმრობენ პროექტს.
ვარჯიშები მხოლოდ რაგბს არ მოიცავს. ბავშვებს ასევე ჯანმრთელი ცხოვრების წესს და ჯანმრთელად კვებას ასწავლიან, რაც კაჭარავას განცხადებით ძალზე მნიშვნელოვანია. მან ასევე განაცხადა: „პროექტში ექვსიდან თექსვმეტ წლამდე ბავშვები არიან ჩართულნი. თან, მნიშვნელობა არ აქვს ბიჭია თუ გოგო, ვინც მოდის ყველა თამაშობს. მონაწილეთა რაოდენობა ხან მეტია ხან ნაკლები, მაგრამ ჯგუფში 40 ბავშვზე ნაკლები არცცერთხელ არ გვყოლია.“
გიორგი კაჭარავამ, რომელიც ინტერვიუს ჩაწერისას მისი კლუბის ბოლო თამაშზე მიღებული ნეკნის ტრავმის შედეგად ტკივილისგან იტანჯებოდა, ასევე განაცხადა: „ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ამ ბავშვებმა გაიაზრონ და მიიღონ რაგბის ფასეულობები. გუნდური მუშაობა, ერთმანეთის თანადგომა და თავიანთი სიძლიერით თავიანთი სუსტი მხარეების გადაფარვა.”
მინდორი, რომელზეც იგი ბავშვებს ავარჯიშებს იდეალური არ არის, მაგრამ კაჭარავას მისი გაუმჯობესების გეგმები აქვს უკვე შემუშავებული.
სარაგბო ფასეულობები უპირველეს ყოვლისა
“რაგბის კავშირი ჩვენ ფინანსურად და ეკიპირების მოწოდებით გვეხმარება – ბურთები, მოსაცმელები და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, ჩვენ მინდორში რაგბის კარებები ჯერ არ გვაქვს, რის გამოსწორებასაც უახლოეს მომავალში ვაპირებთ. ასევე კალათბურთის მოედნისა და ფეხბურთის კარებების გაუმჯობესებასაც ვაპირებთ, ვინაიდან ჩვენ გვინდა ისინი სპორტით დავაინტერესოთ და არა მხოლოდ რაგბით”
ასევე დაგეგმილია ქვეყნის მასშტაბით ამ ბაშვებისთვის მატჩების გამართვა – „მას შემდეგ რაც გუნდს ჩამოვაყალიბებთ, მათ კახეთში იქაურ გუნდებთან სათამაშოდ წავიყვანთ და დარწმუნებული ვარ იქ უამრავ ახალ მეგობრებს შეიძენენ. ბავშვებს სათამაშოდ ასევე თბილისში ჩავიყვანთ. მათი თითშეფასება ხშირად დაბალია, მაგრამ თავის ხელა ბავშვებთან ტოლსწორად თამაშით მათ თავდაჯერებულობა დიდად გაიზრდება.“
Rugby.GE