რაგბის დადებითი გავლენა ომით დაზარალებულ სოფლებში

თარიღი: დეკემბერი 18, 2014

ავტორი: ალისთერ უათი

Worldrugby,org

2008 წლის ომით დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრებ ბავშვებისათვის რაგბის პროექტი უკვე სამი თვეა რაც მოქმედებს და ორგანიზატორების განცხადებით მას უკვე დადებითი ცვლილებები მოაქვს.

“სკოლის შემდეგ ისინი საშინაო დავალებებს ამზადებენ და უფროსებს ბაღებში მუშაობაში ეხმარებიან. ეს პროექტი მათ ნამდვილი ბავშობის შეგრძნებას აძლევს და გასართობს,“ ამბობს გიორგი კაჭარავა, 32 წლის ქართველი მორაგბე, რომელსაც 2000-იან წლებში თავისი ქვეყნის ნაკრების კვართი 15-ჯერ მოურგია. ახლა ის ‘საქართველოს სამარიტელთა კავშირს’ ეხმარება მათ საოცარ სარაგბო პროექტის განხორციელებაში.

როგორც საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, ლელო სარასენსის კაპიტანს კაპიტანს, გიორგი კაჭარავას საკმარისი ცოდნა და გამოცდილება დაუგროვდა, რომელსაც იგი უზიარებს შიდა ქართლის სოფლებში – დირსში, არბოში, ქორდში და ტირძნისში მცხოვრებ ბავშვებს.

“საქართველოს რაგბის კავშირში ბევრს ვიცნობ და აქედან გამომდინარე მათთან ერთად ამ რეგიონში პროექტის განხორციელება მსურდა. მინდოდა, რომ აქ მაცხოვრებელ ბავშვებს ჯანმრთელი ცხოვრების წესით ეცხოვრათ და ერთმანეთს მხარში დადგომოდნენ,” განაცხადა კაჭარავამ, რომელიც მოხალისის სტატუსით უამრავ საზოგადოებრივ პროექტში მონაწილეობს, მათ შორის არასრულწლოვან დამნაშავეთა კოლონიაში, სადაც იგი დაწესებულებაში მყოფთ რაგბს ავარჯიშებს.

ფოკუსი დადებითზე

“აქაური ბავშვები გაჭირვებაში ცხოვრობენ. ბევრი მათგანი სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება. ზოგიერთი, კი 2008 წლის ომის შემდეგ ჯერ ვერ მოსულა გონზე. მიმაჩნია, რომ სპორტი, ჩვენ შემთხვევაში რაგბი, აძლევს მათ დადებითზე ფიქრის შესაძლებლობას“.

პროექტის ავტორს, გიორგი კაჭარავას უნდოდა, რომ იგი თვითკმარი ყოფილიყო. ამიტომაა, რომ სამწვრთნელო კურსები ადგილებზე ტარდება. მომავალი წლის შემოდგომაზე, ამ ერთწლიანი პროექტის დასრულებისას, საქართველოს სამარიტელთა კავშირს და გიორგი კაჭარავას დაარსებული ექნებათ სარაგბო კლუბი, სადაც ადგილობრივ ბავშვებს ადგილობრივი მაცხოვრებლები გაწვრთნიან.

ბოლო წლებში საქართველოსთვის ყველაზე მძიმე დღეებში, 2008 წლის ომის დროს ეს სოფლები ფრონტის წინა ხაზზე მოექცნენ.

„სრული პანიკა იყო. ამ სოფლებიდან ყველა გაიქცა. ბევრ მათგანს ფრონტის ხაზის მეორე მხარეს მეგობრები და ოჯახის წევრები ჰყავს, უკვე რამდენი ხანია მათ ერთმანეთი აღარ უნახავთ“, გვიყვება გიორგი კაჭარავა; იგრძნობა მისი ალალი სურვილი, წარმატებულად განახორციელოს პროექტი და დაეხმაროს მასში ჩართულ ბავშებს.

ომამდე, იქაურ სოფლელებს თავი გაჰქონდათ ხილის და სხვა აგრარული პროდუქციის გაშენება-გაყიდვით, მაგრამ ბოლო ექვსი წლის მანძილზე მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა; ადგილობრივი მოსახლეობის ნახევარზე მეტი უკიდურეს სიღარიბეშია.

დიდი ენთუზიაზმით

ამ პროექტს, რომელიც ერთობლივად ‘ავსტრიელ სამარტიტელთა ასოციაციის’ და საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ფინანსდება და ‘გაეროს ქალთა ორგანიზაციის’ მხარდაჭერით ხორციელდება, ყველა დიდი ენთუზიაზმით შეუდგა.

“ისინი ყველაფერს უცებ ითვისებენ. პირველი ვარჯიშის გასამართად, რომ ჩავედით ბავშვები სიახლით გახარებულნი იყვენენ და ერთი სული ქონდათ ვარჯიში როდის დაიწყებოდა. ახლა ისინი ძალზე მოტივირებულნი არიან და შესაბამისად ემზადებიან ყოველი ვარჯიშისათვის.“ დაამატა დავით კაჭარავამ, რომლის ძმა, ბორჯღალოსნების ერთერთი ლიდერი დავით კაჭარავა, ეროვნული ნაკრების სხვა მოთამაშეებთან ერთად ხშირად სტუმრობენ პროექტს.

ვარჯიშები მხოლოდ რაგბს არ მოიცავს. ბავშვებს ასევე ჯანმრთელი ცხოვრების წესს და ჯანმრთელად კვებას ასწავლიან, რაც კაჭარავას განცხადებით ძალზე მნიშვნელოვანია. მან ასევე განაცხადა: „პროექტში ექვსიდან თექსვმეტ წლამდე ბავშვები არიან ჩართულნი. თან, მნიშვნელობა არ აქვს ბიჭია თუ გოგო, ვინც მოდის ყველა თამაშობს. მონაწილეთა რაოდენობა ხან მეტია ხან ნაკლები, მაგრამ ჯგუფში 40 ბავშვზე ნაკლები არცცერთხელ არ გვყოლია.“

გიორგი კაჭარავამ, რომელიც ინტერვიუს ჩაწერისას მისი კლუბის ბოლო თამაშზე მიღებული ნეკნის ტრავმის შედეგად ტკივილისგან იტანჯებოდა, ასევე განაცხადა: „ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ამ ბავშვებმა გაიაზრონ და მიიღონ რაგბის ფასეულობები. გუნდური მუშაობა, ერთმანეთის თანადგომა და თავიანთი სიძლიერით თავიანთი სუსტი მხარეების გადაფარვა.”

მინდორი, რომელზეც იგი ბავშვებს ავარჯიშებს იდეალური არ არის, მაგრამ კაჭარავას მისი გაუმჯობესების გეგმები აქვს უკვე შემუშავებული.

სარაგბო ფასეულობები უპირველეს ყოვლისა

“რაგბის კავშირი ჩვენ ფინანსურად და ეკიპირების მოწოდებით გვეხმარება – ბურთები, მოსაცმელები და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, ჩვენ მინდორში რაგბის კარებები ჯერ არ გვაქვს, რის გამოსწორებასაც უახლოეს მომავალში ვაპირებთ. ასევე კალათბურთის მოედნისა და ფეხბურთის კარებების გაუმჯობესებასაც ვაპირებთ, ვინაიდან ჩვენ გვინდა ისინი სპორტით დავაინტერესოთ და არა მხოლოდ რაგბით”

ასევე დაგეგმილია ქვეყნის მასშტაბით ამ ბაშვებისთვის მატჩების გამართვა – „მას შემდეგ რაც გუნდს ჩამოვაყალიბებთ, მათ კახეთში იქაურ გუნდებთან სათამაშოდ წავიყვანთ და დარწმუნებული ვარ იქ უამრავ ახალ მეგობრებს შეიძენენ. ბავშვებს სათამაშოდ ასევე თბილისში ჩავიყვანთ. მათი თითშეფასება ხშირად დაბალია, მაგრამ თავის ხელა ბავშვებთან ტოლსწორად თამაშით მათ თავდაჯერებულობა დიდად გაიზრდება.“

Rugby.GE

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

შოთა არველაძე ბასილაშვილზე: “მინდა, ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო”

ტაშკენტის “ფახთაქორის” მთავარმა მწვრთნელმა, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, შოთა არველაძემ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილა...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნიკოლოზ ბასილაშვილის განცხადება

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოციალური ქსელის საშუალებით განცხადება გაავრცელა. მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ყოფილ მეუღლესთან საჯარო […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი განაცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნეკა დოროყაშვილზე ძალადობის შესახებ გავრცელებული...
წაკითხვა
სხვადასხვა

ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე: “მე და ჩემი შვილი ლამის სიცოცხლეს გამოვესალმეთ”

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ განაცხადა, რომ მოძალადე მხოლოდ მისი ყოფილი ქმარი არ არის და ის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი დასრულდა. ქართველ ჩოგბურთელს 100 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი დააკავეს (ფოტო)

საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი დაკავებულია. ამ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. ამ წუთებში თბილისის საქალაქო [&...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლევან საგინაშვილი ბავშვის წინააღმდეგ (ვიდეო)

მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონმა და TOP 8-ის მოქმედმა ჩემპიონმა, ლევან საგინაშვილმა სოციალურ ქსელ TikTok-ში სახალისო ვიდეო […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სპორტსმენი ტაილანდური კრივიდან (ფოტო)

ალმა ჯუნიკუ ავსტრალიელი სპორტსმენია. ის ტაილანდური კრივის მებრძოლია და ორგანიზაცია One Championship-ში გამოდის. ალმა მსოფლიოს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

53 წლის მაიკ ტაისონი საოცარ ფორმაშია (ფოტო, ვიდეო)

ლეგენდარული მაიკ ტაისონი ამჟამად შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. 53 წლის ვეტერანმა მოკრივემ კრივში დაბრუნება დააანონსა. ჩინურ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ავთანდილ ჭრიკიშვილს რთული ოპერაცია ჩაუტარდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრს, ავთანდილ ჭრიკიშვილს რთული ოპერაცია ჩაუტარდა. 29 წლის სპორტსმენის მეუღლემ სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ბოდიში, ისეთივე ჭკვიანი რომ არ ვარ, როგორც შენ” – ხაბიბის პასუხი კომენტ

UFC-ის დაღესტნელმა ვარსკვლავმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა სოციალურ ქსელში იმ გულშემატკივარს უპასუხა, რომელმაც კორონავირუსს “სიცრუე” უწოდა. როგო...
წაკითხვა
სხვადასხვა

გიგა ჭიკაძემ ედსონ ბარბოზა გამოიწვია

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ ედსონ ბარბოზას სოციალური ქსელის საშუალებით მიმართა და ის გამოიწვია. ბარბოზა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ირვინ რივერას პოსტი სოციალურ ქსელში გიგა ჭიკაძესთან მარცხის შემდეგ

UFC-ს მებრძოლმა, ირვინ რივერამ გიგა ჭიკაძესთან განცდილი მარცხის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. როგორც იცით, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გიგა ჭიკაძე დანა უაითს: “მოდი, ჩავატაროთ UFC საქართველოში”

ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ UFC-ში მოპოვებული მესამე გამარჯვების შემდეგ ორგანიზაციის პრეზიდენტს, დანა უაითს თხოვნით მიმართა. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გიგა ჭიკაძემ UFC-ში მესამე გამარჯვება მოიპოვა – ირვინ რივერა დამარცხებულია! (ვიდეო)

ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ UFC-ში მესამე ბრძოლა მოიგო. გიგა დღეს მექსიკელ ირვინ რივერას დაუპირისპირდა და […]...
წაკითხვა