რაგბის კავშირის შენობაში “იუნკერების” კაპიტანი დაჭრეს
საქართველოს რაგბის კავშირის შენობაში სროლა იყო. დაჭრილია საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, სარაგბო კლუბ “იუნკერების” კაპიტანი რამაზ ხარაზიშვილი. ამ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
ხარაზიშვილი ფეხშია დაჭრილი. საბედნიეროდ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
კითხვაზე, რას მოჰყვა ინციდენტი, თორნიკე გოგებაშვილმა აღნიშნა, რომ მომხდარი სხდომასთან დაკავშირებული არ ყოფილა. მისივე ცნობით, მამაკაცს ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.
„ეს კაცი მოვიდა შემთხვევით. არანაირი კავშირი არ ჰქონია. სავარაუდოდ ვიღაცასთან რაღაც პირადი დაპირისპირება ჰქონდა და ამ დაპირისპირებას შეესწრო აღნიშნული პირი. დანარჩენი მე თვითონაც არ ვიცი. ჭრილობა მიყენებული აქვს ფეხში და სავარაუდოდ გამოყენებულია ცეცხლსასროლი იარაღი. მიმდინარეობს გამოძიება“, – განაცხადა თორნიკე გოგებაშვილმა პირველ არხთან საუბრისას.
ამ დროისათვის, რაგბის კავშირის შენობაში სამართალდამცავები მუშაობენ.