რაგბის კავშირმა 2014 წელი შეაჯამა

თარიღი: დეკემბერი 31, 2014

ბორჯღალოსანი მერაბ შარიქაძე 2014 წლის საუკეთესო მორაგბეა! “აკადემიის” აღზრდილი 21 წლის მორაგბე ეროვნულ გუნდში 2012 წლიდან გამოჩნდა და ასაკის მიუხედავად, ბოლო ორი სეზონია “ბორჯღალოსანთა” ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ იქცა. განვლილ 3 წელიწადში მან 28 კეპი მოიხვეჭა და 7 ლელო დადო. ის გამორჩეული იყო ისეთ გუნდებთან თამაშში, როგორებიც სამოასა და იაპონიის ნაკრებები არიან. გასული სეზონი შარიქაძემ Pro D2-ის “ბურგ-ან-ბრესში” გაატარა, მიმდინარე სეზონში ამავე დივიზიონის “ორიაკში” გადავიდა და 9 მატჩში 1 ლელო გაიტანა. მას დამსახურებულად ერგო ეს ჯილდო!

საქართველოს ჩემპიონატის 2013/2014 წლების სეზონის საუკეთესო მორაგბე “ლელო სარასენსისა” და ეროვნული ნაკრების მგეზავი ლაშა ხმალაძე გახდა. მან უდიდესი წვლილი შეიტანა კლუბის ჩემპიონობაში და ამ პოზიციაზე ბორჯღალოსნების შემადგენლობაში 34 თამაშში 4 ლელო მიითვალა. ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო “თბილისის კავკასიელების” შემადგენლობაშიც და საუკეთესო ფაქტობრივად უკონკურენტოდ გახდა.

ჩემპიონი “ლელო სარასენსის” მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი გახდა სეზონის საუკეთესო მწვრთნელი.

გასული სეზონის საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი გახდა, საუკეთესო ქალი მორაგბე ანა პოღოსიანი, 9 გატანილი ლელოთი მელელოვის ტირული არავის დაუთმო “არმიას” გარემარბმა ალექსი ტუჩაშვილმა (ტუჩაშვილი ღონისძიებაზე ვერ მოვიდა ამიტომ მისი პრიზი მის თანაგუნდელს, დავით გურგენაძეს გადაეცა).

ეს ყველაფერი დაჯილდოვების ცერემონიალის დასკვნით ნაწილში მოხდა, მანამდე კი, საქართველოს რაგბის კავშირის შემაჯამებელი ღონისძიება მამა ილიას დალოცვით დაიწყო, რომელმაც იქ შეკრებილები და სრულიად საქართველოს სარაგბო ოჯახი დალოცა. ამის შემდეგ იყო წუთიერი დუმილი “არმაზისა” და ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, დავით ვართანიანის გარდაცვალების გამო.

ამის შემდეგ სცენაზე 2014 წლის ევროპის ჩემპიონებს, 19-წლამდე ბორჯღალოსნებს უხმეს. ახალგაზრდულის ერთერთმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ განაცხადა: “ძალიან რთულია ევროპის ჩემპიონობის მოპოვება, მაგრამ უფრო რთულია ამის შენარჩუნება! 19-წლამდელებმა ეს შეძლეს.”

შეგახსენებთ, რომ იმავე სპორტის სამინისტრომ საქართველოს რაგბის კავშირი წლის საუკეთესო ფედერაციად აღიარა და სიტყვაც სრკ-ს პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ აიღო:

“ესაა ყველა იმ ადამიანის ჯილდო, ვინც აღმოსავლეთიდან დასავლეთით და სამხრეთიდან ჩრდილოეთით ქართულ რაგბიში მოღვაწეობს. 2014 წელი კარგი იყო, ხოლო 2015 გარდამტეხი იქნება. სწორედ აქ უნდა გამოჩნდეს ჩვენი 4-წლიანი მუშაობის შედეგი. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ქართველ ხალხს მომავალი წლის ოქტომბერში (2015 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ინგლისში გაიმართება მსოფლიო თასი, რომელშიც საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეოთხედ მიიღებს მონაწილეობას) კიდევ ერთხელ გაახარებს”.

2014 წლის სანაკრებო თამაშების მოკლე მიმოხილვის ხილვის შემდეგ, დაჯილდოვების დრო დადგა და დაჯილდოვდნენ “ლელო სარასენსის” დუბლ შემადგენლობა, რომელიც წინა სეზონის ჩემპიონი გახდა; პირველი ლიგის გამარჯვებული “თიბიეს უნივერსიტეტი”, 7-კაცას საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული რუსთავის “ხარები”

ბოლო დროს ტრადიციად იქცა ვეტერანთათვის პატივის მიგება. წელს პირველად დაჯილდოვდა 80 წლის ვეტერანი მორაგბე – ნოდარ კაჭარავა, მის გარდა კი, მრგვალი თარიღი მიულოცეს 70, 60 და 50 წლის ვეტერანებს.

სულ ბოლოს გიორგი ნიჟარაძემ შეკრებილთ ერთი სამწუხარო ამბავი ამცნო – ნაკრებს ემშვიდობება “ბორჯღალოსანთა” კაპიტანი ირაკლი მაჩხანელი, რომელმაც თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება. მან ნაკრების კვართი 73-ჯერ მოირგო, 13-ჯერ იყო გუნდის კაპიტანი და ჯამში 24 ლელო დადო. გიორგი ნიჟარაძემ დადო პირობა, რომ ის აუცილებლად დასაქმდება საქართველოს რაგბის კავშირში და მაჩხანელს გადასცა წმინდა გიორგის მედალიონი, რომელზეც ირაკლი მაჩხანელის სახელი და გვარი, ასევე მის მიერ ჩატარებული მატჩების რაოდენობაა ამოტვიფრული. ქართველ მორაგბეთაგან მსგავსი საჩუქარი აქამდე მხოლოდ ირაკლი აბუსერიძეს ჰქონდა მიღებული და ახლა მას მეორე ირაკლი დაემატა.

მაჩხანელის ოფიციალური გაცილება 2015 წლის ერთა თასზე რუსეთთან მატჩისთვის იგეგმება, მანამდე კი, 33 წლის მორაგბემ განაცხადა: მივიღე გადაწყვეტილება და სანაკრებო კარიერა დავასრულე. უბედნიერესი ადამიანი ვარ, ამდენი ხნის განმავლობაში ეროვნული გუნდის მაისურით რომ ვთამაშობდი. მომავალ მსოფლიო თასზე “ბორჯღალოსნების” უდიდესი გულშემატკივარი ვიქნები – ბიჭებს წარმატებებს ვუსურვებ”.

2014 წლის შემაჯამებელი ღონისძიების ბოლოს დარბაზში შეკრებილებს, ქართული რაგბის მეგობარმა ანსამბლმა, “შვისკაცამ” უმღერა.

Rugby.GE

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ხაბიბ ნურმაგომედოვმა კახა კალაძეს საჩუქარი გამოუგზავნა (ფოტო)

UFC-ის ყოფილმა ვარსკვლავმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს, კახა კალაძეს საკუთარი ბრენდირებული მაისური აჩუქა. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველოს ძიუდოს ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

საქართველოს ძიუდოს ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. დღეიდან ქვეყნის პირველ გუნდს სათავეში ლაშა გუჯეჯიანი ჩაუდგება. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რაულ თუთარაულის შესანიშნავი გამარჯვება – ქართველმა მეტოქე 10 წამში დაამარცხა! (ვიდეო

ქართველმა მებრძოლმა, რაულ თუთარაულმა დღეს ორგანიზაცია ACA-ში შეხვედრა გამართა. რაული ბოსნიელ დრაგოლიუბ სტანოჟევიჩს დაუპირისპირდა და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა მოხდა მაშინ, როცა ტოჩინოშინი 60 კილოგრამიან მეტოქეს შეხვდა (ვიდეო)

ქართველის სუმოტორი, ტოჩინოშინი ერთ-ერთ იაპონურ სერიალში გადაიღეს. მწვრთნელი რაგბის გუნდს სავარჯიშოდ სუმოტორების კლუბში წაიყვანს. თავდაპირველად, [&hell...
წაკითხვა
სხვადასხვა

“შეიძლება, მე დავეცე, მაგრამ…” – ნიკოლოზ შერაზადიშვილი ემოციურ პოს

ესპანეთის ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ნიკოლოზ შერაზადიშვილმა რამდენიმე დღის წინ დასრულებულ ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში […...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ეჰ, გეჭიდავა ფინალში” – მწვრთნელი გურამ თუშიშვილს (ვიდეო)

21 ნოემბერს, ევროპის ჩემპიონატზე, +100კგ წონითი კატეგორიაში ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გურამმა გადამწყვეტ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა ნოემბრის ბაშოზე დადებითი ბალანსი გაიფორმა! (ვიდეო)

ნოემბრის ბაშო, მე-14 დღე ტოჩინოშინი – კაისეი ტოჩინოშინის ბალანსი: 8:6 იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტატო გრიგალაშვილი: “ფინალში დაძაბულ შეხვედრას ველოდი, მაგრამ…”

ტატო გრიგალაშვილმა ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, 81კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია – 20 წლის ქართველმა ფინალში 45 წამში გაიმარჯვა!

ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია. 20 წლის ქართველმა ძიუდოისტმა დიდებში ევროპის პირველობა პირველად მოიგო. 81კგ. წონით […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინის მე-7 გამარჯვება ნოემბრის ბაშოზე (ვიდეო)

ნოემბრის ბაშო, მე-13 დღე ტოჩინოშინი – ოკინოუმი ტოჩინოშინის ბალანსი: 7-6 იხილეთ ვიდეო November 2020 – […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე

19-21 ნოემბერს ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველო ევროპის პირველობაზე 11 სპორტსმენით წარსდგება. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა კირიბაიამა დაამარცა – მე-6 გამარჯვება ნოემბრის ბაშოზე (ვიდეო)

ნოემბრის ბაშო, XI დღე ტოჩინოშინის ბალანსი: 6-5 იხილეთ ვიდეო November 2020 – Day 11 – […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

კახი კახიაშვილმა ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა

კახი კახიაშვილმა საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რომან დოლიძე: “ამ ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ გავეხარებინეთ”

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შესახებ კომენტარი გააკეთა. დოლიძე ამბობს, რომ ასეთ […]...
წაკითხვა