რაგბის მომავალი სანდო ხელშია

თარიღი: ნოემბერი 3, 2015

წყარო: WorldRugby.org

მსოფლიო თასი რაგბის უმაღლესი ფორუმია, რომელიც მორაგბეებს ისტორიაში საკუთარი წვლილის შეტანით, მთელი სამყაროს წინაშე სამშობლოს უდიდესი სიამაყით გამობრწყინების შანს აძლევს.ზოგიერთი მათგანისთვის მსოფლიო თასი სახელგანთქმული კარიერის უკანასკნელი წერტილია, სხვებისთვის კი ამ უდიდესი მოვლენის პირველი დაგემოვნებაა.

ბოლო 5 კვირის განმავლობაში უნიჭიერესმა ახალგაზრდა მორაგბეებმა დაამტკიცეს, რომ რაგბის მომავალი ნამდვილად სანდო ხელშია. მომავალ თაობას თავისუფლად შეუძლია მიიღოს ესტაფეტა რაგბის იმ ვარსკვლავებისგან, რომლებიც ბუცების კედელზე ჩამოკიდებას აპირებენ.

2015 წლის მსოფლიო თასის მონაწილეთა ერთ მესამედზე მეტს მიღებული აქვს მონაწილეობა 2008 წელს შემოღებული მსოფლიო რაგბის  20-წლამდელთა ჩემპიონატის და ალაფის გათამაშებებში. ამ ტურნირებში გამოვლილი მორაგბეები მსოფლიო თასზე წარმოდგენილ ყველა ნაკრებში იყვნენ.

ერთ-ერთ მათგანს, ‘ოლ ბლექსის’ მეორეხაზელ სემ ვაითლოქს, 2011 წლის მსოფლიო თასში მონაწილეობის შედეგად უკვე მოპოვებული აქვს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონის მედალი;  ბევრ სხვას ამკობს ექვსი ერის და ოთხი ერის ჩემპიონის, ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ტესტ-მატჩებში გამარჯვებულის სანუკვარი წოდება.

 

ისტორიის შემქმნელები

 

ბორჯღალოსანთა 2015 წლის პირველ სამსოფლიო მატჩში ტონგას წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში ვასილ ლობჟანიძე ვიხილეთ, რომელიც მსოფლიო თასის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბის სახელით შევიდა და მისი დებიუტი ამ ტურნირზე საქართველოს 17-10 მოგებით აღინიშნა.

ლობჟანიძე, რომელიც ჯერ კიდევ მაისის თვეში, ქართველთა მიერ მოგებულ 20-წლამდელთა ალაფაზე ერთ-ერთ გამოჩენილ მოთამაშედ ითვლებოდა, სულ რაღაც 18 წლისა და 340 დღის იყო, როდესაც ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასზე პირველი სენსაცია მოახდინეს.

შემდეგ იყო იაპონელთა კაპიტანი მაიქლ ლიჩი, რომლის თაოსნობით და უშუალო მონაწილეობით გუნდმა სამხრეთ აფრიკასთან მატჩის ფრედ დასრულების ნაცვლად გამარჯვებისთვის იბრძოლა და არათუ მსოფლიო თასის ისტორიაში, რაგბის ისტორიაში ყველაზე დიდი შოკი გამოიწვიეს.

მისი რწმენა გაამართლა ქარნ ჰესქეთის ლელომ და იაპონელებმა 1991 წლის შემდეგ, მსოფლიო თასზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს.მიუხედავად იმისა, რომ სამი მატჩის მოგებით ჯგუფიდან გასვლა მაინც ვერ მოახერხეს, იაპონელები სამშობლოში გმირებად დაბრუნდნენ.

ლიჩის გარდა, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს 20-წლამდელთა ჩემპიონატში კაპიტნობდა საკუთარ გუნდს, 2015 წლის მსოფლიო თასზე მოასპარეზე ნაკრებების კიდევ ხუთმა კაპიტანმა გაიბრწყინა თავის დროზე 20-წლამდელთა ტურნირებში. მათ რიცხვში შედიან უელსელი სემ ვორბეთონი, კანადელი თაილერ არდრონი,  არგენტინელიმართინ ლანდახო, შოტლანდიელი ჰენრი პირგოსი და ახალ ზელანდიელი სემ ქეინი,რომელიც ნამიბიის წინააღმდეგ მატჩში მეხუთე ყველაზე ახალგაზრდა კაპიტნად ჩაითვალა (2004 წელს რიჩი მაკ’ქოუ მასზე სულ რაღაც ორი თვით უფროსი იყო).

 

ლელოების ცვენა!

 

მოთამაშეთაგან, რომლებმაც ასევე დატოვეს საკუთარი კვალი ანგარიშთა გრაფაში, ერთ-ერთი უელსელი ქორი ალენია, რომელმაც სანამ ტრავმის გამო გამოეთიშებოდა ტურნირს, ურუგვაის წინააღმდეგ 2015 წლის მსოფლიო თასის პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა. ლელოთა სიმრავლით ალენს არც ყოფილი 20 წლამდელები ჯექ ნოული და ჯულიან სავეა  ჩამორჩებიან.

‘ოლ ბლექსის’ ფრთის მოთამაშე სავეა რეკორდების წიგნში მისთვის პირველი მსოფლიო თასის მსვლელობისას შევიდა, როდესაც მეოთხედფინალში საფრანგეთის წინააღმდეგ ჰეთ-თრიქი შეასრულა და ერთ ტურნირში რამდენიმე ჰეთ-თრიქის განხორციელებით ისტორიაში შევიდა. ამასთანავე, სავეა ერთ ტურნირში რვა ლელოს რეკორდით გაუტოლდა თავისი ბავშვობის დროინდელ კუმირ ჯონა ლომუს და სამხრეთაფრიკელ გარემარბ ბრაიან ჰაბანას.

სავეა მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ნაკრებების ყოფილი ოთხი მოთამაშიდან ერთ-ერთია, რომელმაც 2015 წლის მსოფლიო თასი შეამკო და ამ ტურნირის გაბრწყინებისას ის მარტო არ ყოფილა. მისი გმირობის თანაზიარნი ინგლისელი ჯორჯ ფორდი და სამხრეთაფრიკელთა დუეტი ჰანდრე პოლარდი და იან სერფონტეინი  არიან.

მგეზავი დენი ბიგარი, რომელიც 2008 წლის 20 წლამდელთა ჩემპიონატში უელსს მეოთხე ადგილის მოპოვებაში დაეხმარა, 26 სექტემბერს თვიქნემზე მასპინძელი ინგლისი 23 ქულიანი რეკორდით გააკვირვა. არც 20 წლამდელთა ალაფის ყოფილ მოასპარეზე, ქართველთა ფულბეკ, ბექა წიკლაურს  დაავიწყდება ოდესმე ის დღე, როდესაც მსოფლიო ჩემპიონებს მილენიუმზე ისტორიული ლელო დაუდო.

გასულ უქმეებზე დაძაბულ  მეოთხედფინალებში მონაწილე მოთამაშეების თითქმის ნახევარს გამოვლილი აქვს 20-წლამდელთა ჩემპიონატი; ტურნირის ამ ეტაპზე გატანილი ჯამური 26 ლელოდან 14 სწორედ მათი დამსახურება იყო. პოლარდის ფეხით თამაშმა სამხრეთ აფრიკის მონაგარს 18 ქულა მიუმატა, ხოლო ნიკოლას სანჩესი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა მას შემდეგ, რაც რეკორდული 23 ქულა მოიპოვა საფლეიოფო მატჩში, სადაც არგენტინამ ირლანდია 40-23 დაამარცხა.

Rugby.GE



მსგავსი სიახლეები
რაგბი

სოსო ტყემალაძე: “იტალიელთა პრეზიდენტი არასპორტულად მოიქცა”

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ ვახო ხუზმიაშვილის “თავისუფალ სივცრცეში” საინტერესო ისტორია მოჰყვა. “ჩვენ თამაშამდე ერთ-ე...
წაკითხვა
რაგბი

“ქართველებისთვის ექვსი ერის კარი კვლავ დახურულია”

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ტიერ ერთის ნაკრებს მოუგო. ბორჯღალოსნებმა იტალია 28-19 დაამარცხეს და ექვს ერში […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “საყვედურს არავის ვეუბნები, მაგრამ საწყენია მუდმივი კრიტიკა”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, ესპანეთთან გამარჯვების (49:15) […]...
წაკითხვა
რაგბი

დიმიტრი ბასილაია – ქართველი მორაგბე, რომელიც უკრაინელ ჯარისკაცებს ცხელი საჭმელით ამა

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დიმიტრი ბასილაია კიევის სარაგბო გუნდს წვრთნის. გარდა ამისა, უკრაინაში მეგობრებთან ერთად […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის თამაში არ ჩატარდება

საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. 2022 წლის რაგბი ევროპის […]...
წაკითხვა
რაგბი

ყაველაშვილი: “გარკვეული ორგანიზაციები რუსეთთან თამაშის ჩაშლას აპირებენ”

სპორტის კომიტეტის თავჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა 27 თებერვალს საქართველო – რუსეთის რაგბის თამაშის შესახებ ისაუბრა. “ყველა […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსეთმა “რაგბი ევროპას” მიმართა – საქართველოს რაგბის კავშირმა უკრაინული

27 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში, თბილისში, “დინამო არენაზე” რუსეთს უმასპინძლებს. […]...
წაკითხვა
რაგბი

ნიკოლოზ ნარმანია: “საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში არ შემიძლია”

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ნიკოლოზ ნარმანიამ განაცხადა, რომ ის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებს. ფრანგული […]...
წაკითხვა
რაგბი

“შემირცხვენია ყველა ის მორაგბე, რომელიც რუსებს მოემსახურება”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირაკლი ჩომახაშვილმა ქართველი მორაგბეების რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად შეკრებაზე სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

რაგბის კავშირმა რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად ქუთაისში შეკრების გამართვაზე განცხადება გაავრცელა. “გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში […]...
წაკითხვა
რაგბი

“ოკუპანტს ხელგაშლილი ვხვდებით, ისე დავუმეგობრდით, ვეღარც მოვუგებთ”

საქართველოს 7-კაცა ეროვნული ნაკრები 24 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე ქუთაისში შეკრებას რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად გაივლის. […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძე: “ლაშა ყოველთვის წყნარად, თავჩაღუნული მიყვებოდა თავის საქმეს”

ლეგენდარული მორაგბემ მამუკა გორგოძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” ლაშა შავდათუაშვილზე ისაუბრა. “ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ ბიჭ...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება თეა წულუკიანზე

საქართველოს რაგბის კავშირი პასუხობს 20 იანვარს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც გაჟღერდა მცდარი მოსაზრება, რომ რაგბის […]...
წაკითხვა
რაგბი

ჩილაჩავამ ავსტრალიელ ჰუკერს სახეში ხელი უთავაზა (ვიდეო)

საფრანგეთის ტოპ 14-ში “კასტრი ოლიმპიკის” ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ავსტრალიელი ჰუკერისგან ტოლუ ლატუსგან სახეში დარტყმა მიიღო, […]...
წაკითხვა