რაჰიმ სტერლინგს თვალი “რეალმა” დაადგა
მადრიდის “რეალი” ზაფხულის დამდეგ სატრანსფერო პერიოდში კვლავ აპირებს ბაზარზე აქტიურობას. “სამეფო კლუბმა” თვალი “ლივერპულის” ახალგაზრდა შემტევ ნახევარმცველ რაჰიმ სტერლინგს დაადგა.
თავის მხრივ, მერსისაიდული გუნდი 19 წლის ფეხბურთელის დათმობას არ აპირებს და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებასაც გეგმავს, თუმცა მხარეები ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ აღწევენ. “რეალი” სტერლინგის ტრანსფერის გაჩარხვას მომავალი წლის ზაფხულში შეეცდება. ინგლისელი ფეხბურთელით თავად “რეალის” თავკაცი კარლო ანჩელოტია დაინტერესებული.
რაჰიმ სტერლინგს ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 5 მატჩი 3 გოლი აქვს გატანილი.
ცნობისათვის, ინგლისელ ნახევარმცველს “ლვერპულთან” მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2017 წლის 30 ივნისს ეწურება.