რაიან გიგზი – 40!
ლეგენდარული რაიან გიგზი 40 წლის გახდა. “მანჩესტერის” უბერებელი ლიდერის დაბადების დღეს ერთად გავიხსენოთ მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი უხუცესი ფეხბურთელები.
რაიან გიგზი, 40 წლის.
“ის ჩვეულებრივი ბიჭი იყო, რომელიც როგორც ნამდვილი მამაკაცი თამაშობდა. მაგრამ ახლა ის კაცია, რომელიც ახალგაზრდა ბიჭივით თამაშობს”.
2011 წლის იანვარში “მანჩესტერის” გულშემატკივრებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, გიგზს “იუნაიტედის” ისტორიაში ყველაზე დიდი მოთამაშის სტატუსი მიენიჭა. ასევე ის, ერთადერთი ფეხბურთელია ვინც პრემიერ ლიგის ჩამოყალიბებიდან, ყველა სეოზონში შესძლო გოლის გატანა. ახლა გიგზი უკვე 40 წლის არის, თუმცა კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს.
უელსელი მთელი თავისი კარიერის მანძილზე “მანჩესტერის” ერთგულია. პირველი პროფესიონალურ კონტრაქტს მან 23 წლის წინ, 17 წლის ასაკში მოაწერა ხელი. გიგზის დებიუტი 1991 წლის 2 მარტს შედგა “ოლდ ტრაფორდზე”, ლივერპულის “ევერტონის” წინააღმდეგ. მას შემდეგ, გიგზმა 955 შეხვედრა ჩაატარა “წითელი ეშმაკების” მაისურით.
ხავიერ ძანეტი, 40 წლის.
კიდევ ერთი უხუცესი მილანის “ინტერის” ფეხბურთელი, ხავიერ ძანეტია. არგენტინიდან 1995 წელს ჩამოსული ძანეტი, “ინტერის” საკვანძო მოთამაშედ იქცა. რთული დასაჯერებელია, მაგრამ 39 ასაკში საკმაოდ მძიმე ტრავმის მიღების შემდეგ, ძანეტის კარიერის დასრულებაზე არც უფიქრია.
“მე მინდა რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე მინდორს და უფრო ძლიერი გავხდე. ჩემი კარიერა ჯერ არ დასრულებულა”
და ეს ასეც მოხდა. არგენტინელის მკურნალობამ 8 თვეს გასტანა. სერია “ა”-ს მეთორმეტე ტურის მატჩში კი, ხავიერი დაბრუნდა “სან სიროზე”მინდორზე.
“საკმაოდ რთული იყო 40 წლის ასაკში დიდი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნება. მაგრამ, ჯერ კიდევ პირველ ოპერაციამდე ვოცნებობდი თუნდაც ერთი მატჩის ჩატარებაზე ჩვენი გულშემატკივრებისათვის. მიხარია, რომ ჩემი დაბრუნება “ინტერის” მნიშვნელოვან გამარჯვებას დაემთხვა.
ფრანჩესკო ტოტი, 37 წლის.
თანამედროვე “რომა” მისი უცლელი კაპიტნის, ფრანჩესკო ტოტის გარეშე წარმოუდგენელია. ის არასდროს არ ყოფილა განსაკუთრებული ათლეტიზმით აღჭურვილი ფეხბურთელი, მაგრამ თამაშის კითხვის და გააზრების უნარით, მას რომში და შესაძლოა მთელს იტალიაშიც, ვერავინ ვერ შეედრება. ფრანჩესკო და “რომა” წელს შესანიშნავ სეზონს ატარებენ. იტალიური საფეხბურთო საზოგადოება იმდენად მოიხიბლა ვეტერანის თამაშით, რომ დაჟინებით ითხოვდა მის ნაკრებში დაბრუნებას
ახლა ტოტი ტრავმირებულია. ის “ნაპოლისთან” შეხვედრის დროს დაშავდა დაშავდა. თუმცა ფრანჩესკო მინდორს მალე დაუბრუნდება და კვლავ გააგრძელებს რომისთვის ბრძოლას. “იმპერატორის” ახალი კონტრაქტი, 2016 წლამდეა გათვლილი. ასე რომ, მისი თამაშით კიდევ 3 წელიწადს დავტკბებით.