რაიან გიგზი: “მომავალი კაპიტანი ჯონსი, ევანსი ან სმოლინგი უნდა იყოს”
ლუის ვან გაალის მოსვლის შემდეგ გუნდის კაპიტანი დიდი ალბათობით უეინ რუნი ან რობინ ვან პერის იქნება, თუმცა ასე არ ფიქრობს მთავარი მწვრთნელის ასისტენტი რაიან გიგზი. მისი აზრით მომავალი კაპიტანი ფილ ჯონსი, კრის სმოლინგი ან ჯონი ევანსი უნდა იყოს.
“იყო ისეთი დიდი გუნდის კაპიტანი, ეს ძალიან ღირსეული თანამდებობა და უდიდესი პატივია. კაპიტანს უნდა შეეძლოს გუნდის მოტივირება და საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა.”
“ეს იყო ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელიც მე და ლუიმ განვიხილეთ. მან მე მითხრა, რომ მოთამაშეებს უკეთესად გაიცნობს და მაშინ გადაწყვიტავს კაპიტნის ვინაობას.”
“ძალიან მომწონს ფილ ჯონსი, კრის სმოლინგი და ჯონი ევანსი. რეკომენდაცია ამ სამეულს იმიტომ გავუწიე, რომ მომვალაში ისინი ღირსეულ და გამოცდილ გუნდის კაპიტნებად ჩამოყალიბდებიან.”– განაცხადა რაიან გიგზმა.
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/