რაიან გიგზის მამა: “ჩემი შვილის გამო, მრცხვენია”
უელსის საფეხბურთო ნაკრების ახალი მწვრთნელის, რაიან გიგზის მამამ, დენი უილსონმა განაცხადა, რომ ის თავისი შვილის გამო შერცხვენილია.
წლების წინ გაირკვა, რომ რაიან გიგზმა ძმის, როდრის მეუღლესთან რომანი გააბა. “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდას რვა წლის განმავლობაში ნატაშა გიგზთან ფარული ურთიერთობა ჰქონდა.
“მსოფლიოში ყველაზე ამაყი და ბედნიერი მამა უნდა ვიყო იმის გამო, რასაც მან მიაღწია, თუმცა პირიქით – მრცხვენია. ჩემს თავს მისი სახელის ხსენების უფლებასაც ვერ ვაძლევ. ის თავის თავს ყველაფერზე წინ აყენებს. როცა ტელევიზორში მის სახეს ვხედავ, მას მაშინვე ვრთავ, მთელი ოჯახი ასე იქცევა.
ის ჩემი შვილია და ტირილს ვიწყებ, როცა ვამბობ, რომ მას პატივს არ ვცემთ. როგორც უფროსი ძმა, იგი უმცროსი ძმის დამცველი უნდა ყოფილიყო, თუმცა როდრის ზიანი მიაყენა. მან ყველაზე ცუდი საქციელი ჩაიდინა. მას ისეთი მამაკაცური თვისებები არ გააჩნია, რომ ბოდიში მოიხადოს”, – ციტირებს დენი უილსონის სიტყვებს Independent.ie.
ცნობისთვის, დენი უილსონი უელსის მორაგბეთა ნაკრების წევრი იყო. მისი შვილები ახალგაზრდობაში დედის გვარზე გადავიდნენ.