რაიოლა: “ჰოლანდის ტრანსფერის რესურსი მხოლოდ 10 კლუბს გააჩნია”
ფეხბურთის ყველაზე ძლევამოსილი აგენტი, მინო რაიოლა, ერლინგ ჰოლანდის მომავალზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ნორვეგიელი ვარსკვლავის გადაბირების სახსრები მხოლოდ 10 კლუბს გააჩნია.
“ყველასათვის ნათელია, რომ ყველა კლუბი ცდილობს ერლინგის გადაბირებას. ამის მიზეზი კი მარტივია – წარმოუდგენლად რთულია ამ ასაკში იმის გაკეთება, რასაც ეს ბიჭი აკეთებს.
ის მომდევნო ათწლეულის ვარსკვლავი იქნება, რადგან ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან იბრაჰიმოვიჩი, რონალდუ და მესი უკვე ასაკში შედიან. ხალხი ფიქრობს – “კიდევ რამდენი ხანი ვისიამოვნებთ მათი თამაშით?” – და ახალ თაობაში ეძებენ იმედს.
ჰოლანდის ტრანსფერისთვის საჭირო რესურსი მხოლოდ 10 კლუბს გააჩნია. ეს მაქსიმალური რიცხვია იმ კლუბების, რომელსაც მისთვის შესაბამისი პლატფორმის შეთავაზება შეუძლია. აქიდან ოთხი კლუბი პრემიერ ლიგიდანაა.
ჩემი აზრით, არ არსებობს სპორტული დირექტორი ან მწვრთნელი, რომელიც ჰოლანდის ტრანსფერზე უარს იტყოდა. ისევე როგორც ფორმულა 1-ის არცერთი გუნდი არ იტყოდა უარს ლიუის ჰამილტონის ყოლაზე,” – აცხადებს რაიოლა.