რაიოლა: „პსჟ-ში იციან, რომ იბრაჰიმოვიჩი უნიკალურია“
„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელის ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტმა მინო რაიოლამ თავისი კლიენტის შესახებ ისაუბრა.
„თეორიოულად იბრაჰიმოვიჩი ზაფხულში, შესაძლოა, სხვა კლუბში გადავიდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტრანსფერი პრაქტიკულად არარეალურია. ვის შეუძლია იბრას შეცვლა? სად შეიძლება ცხოვრობდეს „ახალი ზლატანი“? დღეს მისი მსგავსი ფეხბურთელის პოვნა რთულია, რის შესახებაც პსჟ-ში კარგად იციან. ზლატანი უნიკალურია. ის პლანეტის ერთადერთი მოთამაშეა, რომლის სიმაღლეც 1,96 მეტრს შეადგენს, რომელსაც მესის ტექნიკა, მოჰამედ ალის ხასიათი და მაიკ ტაისონის ძალა გააჩნია. კლიენტებისთვის მათი სურვილის საწინააღმდეგოდ რამის გაკეთებას არასდროს მითხოვია. თუ ზლატანს პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივება მოუნდება, მხარეები აუცილებლად შეთანხმდებიან. დანამდვილებით მხოლოდ ერთს გეტყვით – ის სათადარიგოთა სკამზე არასდროს იჯდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად წავა“, – განაცხადა რაიოლამ.