რაიოლამ დონარუმა “ინტერს” შესთავაზა?
Corriere dello Sport-ისა და Tuttosport-ის მიერ გავრცელებულ ცნობებზე დაყრდნობით, შეგვიძლია მოგახსენოთ, რომ მინო რაიოლამ ჯანლუიჯი დონარუმა “მილანის” მოსისხლე მტერს, “ინტერს” შესთავაზა.
იტალიის სამი უმსხვილესი გამოცემიდან ორი გვარწმუნებს, რომ დონარუმას აგენტმა პირადად მიმართა “ნერაძურის” ხელმძღვანელობას და 18 წლის იტალიელის ტრანსფერზე მუშაობისაკენ მოუწოდა.
სავარაუდოდ, რაიოლას მიერ განხორციელებული ეს “ბინძური სვლა”, ტაქტიკურ ხასიათს ატარებს და მიზნად “როსონერის” ხელმძღვანელობაზე ზეწოლის გაძლიერებას ისახავს.
როგორც იცით, უკვე კარგა ხანია, რაც დონარუმასა და “მილანს” შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ბოლო ცნობების მიხედვით, იტალიური გრანდი მეკარეს 3.5 მილიონ ევროს სთავაზობს წელიწადში კაპიტნის სამკლაურთან ერთად.