რაიომ ფატაუ დაკარგა
“რაიო ვალეკანოს” ნახევარმცველმა, მოჰამედ ფატაუმ, ტრავმა მიიღო. “გრანადას” საკუთრებაში მყოფი და მადრიდულ კლუბში იჯარით მოთამაშე განელი ფეხბურთელი მოედანზე 6 კვირა ვერ გავა.
21 წლის ნახევარმცველმა დაზიანება პრმიერას გასულ ტურში, “ალმერიას” წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში მიიღო.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ფატაუმ ესპანეთის ჩემპიონატის მხოლოდ ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილებოა. კლუბის თავკაცმა, პაკო ხემესმა კი განაცხადა, რომ აფრიკელის გამოყენებას მომდევნო მატჩებში აქტიურად აპირებდა და მისი ტრავმის გამო გულდაწყვეტილია.