რაკიტიჩი: “ბარსელონა გადასვლა ჩემი ოცნება იყო”
ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი “ბარსელონაში” გადასვლით გახარებულია. ფეხბურთელი, რომელიც გასულ სეზონში “სევილიას” ღირსებას იცავდა, კატალონიურ კლუბთან ერთად დიდ წარმატებებზე ფიქრობს.
“ძალიან გახარებული ვარ. “ბარსელონაში” გადასვლა ჩემი ოცნება იყო, რომელიც ამიხდა” – განაცხადა რაკიტიჩმა.
გასულ სეზონში პრიმერაში ფეხბურთელმა 34 მატჩი მიიღო მონაწილეობა და 12 გოლის გატანა მოახერხა.