რაკიტიჩი: “ბარსელონას ტერორისტულ აქტს შემთხვევით გადავურჩი”
გასულ აგვისტოში ბარსელონაში ტერორისტული აქტი მოხდა, რის შედეგადაც 130 ადამიანი დაშავდა, 13 კი დაიღუპა.
“ბარსელონას” ფეხბურთელი, ივან რაკიტიჩი აცხადებს, რომ ის და მისი ოჯახი აღნიშნულ აქტს შემთხვევით გადაურჩნენ.
“ჩემი ბავშვები, ცოლი და მე ტერაქტის დღეს ქალაქის ცენტრში ჩამოვედით. ცოტა ხნით, პარკში გავჩერდით. შემდეგ კი, სწორედ “ლა რამბლაში” გვინდოდა გადასვლა. თუმცა, მეუღლემ მითხრა, რომ მზიანი დღე იყო და სჯობდა, ბავშვებს პარკში ეთამაშათ. მეც დავეთანმხე. მადლობა ღმერთს, რომ მას დავუჯერე. სწორედ ამ გადაწყვეტილებიდან 3-4 წუთში ტერაქტი მოხდა.”
“ბევრი ნათესავი თუ მეგობარი გვირეკავდა. საბედნიეროდ, იმ ყველაფერს გადავურჩით და ახლა ჯანმრთელები ვართ,” – აცხადებს ხორვატი.