რაკიტიჩი: “ნეიმარს უკან, “ბარსელონაში” დიდი სიხარულით მივიღებდი”
კატალონიის “ბარსელონას” ხორვატმა ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა აღნიშნა, რომ ის დიდი სიამოვნებით ითამაშებდა ისეთი ფეხბურთელის გვერდით, როგორიც ნეიმარია. ეს განცხადება მან “მალაგასთან” მოგებული მატჩის შემდეგ გააკეთა (0-2).
“მას ჩემთვის არაფერი უთქვამს, მაგრამ მე ნეიმარს ყოველთვის დიდი სიხარულით მივიღებ, “ბარსელონაში” მისი კარი ღიაა. ამას არა მარტო ჩვენს შორის არსებული კარგი ურთიერთობის გამო ვამბობ, არამედ ამის თქმის საშუალებას მისი დონე მაძლევს. ნეიმარს ჩემს გუნდში ყოველთვის მოვუძებნიდი ადგილს.
30 წლის გავხდი, თუმცა ფიზიკურად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ვნახოთ, როგორი იქნება ეს წელი ჩემთვის. ახლახან მაჩვენეს “ატლეტიკოსთან” მატჩში ჩემი სტატისტიკური მონაცემები და სეზონის საუკეთესო აღმოჩნდა. ძალიან მოტივირებული ვარ და მინდა გუნდს წარმატებების მიღწევაში დავეხმარო,” – აცხადებს ივან რაკიტიჩი.