რაკიტიჩს მესის შეცვლა სურს
“ბარსელონას” ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა განაცხადა, რომ მზად არის მესი შეცვალოს და პენალტების შესრულება საკუთარ თავზე აიღოს.
“მზად ვარ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღო. თუმცა, მესიმ “ბარსელონასთვის” ბევრი გოლი გაიტანა და გვეჯრა, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება. კატალონიურ კლუბში ადაპტაციის პრობლემა არ მქონია. კლუბს წლებია ერთი ფილოსოფია აქვს და უბრალოდ უნდა იცოდე ჯდები ამ კონცეფციაში თუ არა” – განაცხადა რაკიტიჩმა ესპანურ პრესასთან საუბრისას.