რამაზ სვანაძე: “საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი რუსეთში არ უნდა თამაშობდეს”

თარიღი: სექტემბერი 15, 2022

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, სექტემბრის სანაკრებო პაუზის პერიოდში, 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. რამაზ სვანაძის გუნდი 24 სექტემბერს, ქალაქ კუვლიანში პორტუგალიის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 27 სექტემბერს, სტამბოლში, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის ქაზიმფაშას სტადიონზე თურქეთს შეხვდება.

მოახლოებული მატჩების, სასელექციო პროცესის და ახაგლაზრდული ნაკრების გარშემო მიმდინარე პროცესების შესახებ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა – რამაზ სვანაძემ ვრცლად ისაუბრა.

“დიდი დრო აღარ დარჩა ევროპის ჩემპიონატამდე და ვცდილობთ, რომ ის რესურსი რაც ჩვენ ხელშია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ. წინ ორი რთული, თუმცა ამავე დროს საინტერესო თამაში გველოდება, პირველი მატჩი გვაქვს პორტუგალიის ნაკრებთან, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ბოლო გათამაშების ფინალისტი და კონტინენტზე ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია. ძალიან კარგია, რომ ასეთ გუნდებთან ვთამაშობთ, რადგან ასეთ მატჩებში ჩანს ის თუ რეალურად სად ვიმყოფებით, ჩანს ჩვენი ძალა და ის მინუსები, რომლებზეც შემდგომ გვექნება სამუშაო. ასევე რთულ თამაშს ველოდებით თურქეთში, თუმცა ვფიქრობ, რომ ჯერ აქცენტი უნდა გვქონდეს პორტუგალიასთან მატჩზე.”

“რაც შეეხება მზადების პროცესს, ის რაც აქამდე დავგეგმეთ ნორმალურად შესრულდა ყველაფერი და ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ, მაგრამ ჩვენ წარსულში არ ვიყურებით და მუდამ მზად უნდა ვიყოთ ახალი გამოწვევებისთვის. დღეს, გუნდში გვყავს ახალწვეული – გიორგი კვერნაძის სახით, რომელსაც ჯერ კიდევ 19-წლამდე ნაკრებიდან ვადევნებთ თვალს. მას აქვს პროგრესი და ნამდვილად დაიმსახურა ის შანსი რომელსაც მიიღებს, დანარჩენი უკვე მასზე იქნება დამოკიდებული.”

“სელექციის კუთხით გვაქვს პრობლემები რამდენიმე პოზიციაზე. ვისურვებდი მეტ კონკურენციას და ვისურვებდი, რომ რამდენიმე ფეხბურთელს კლუბში უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს. ზოგადად სელექციის კუთხით ცოტა განსხვავებულ სიტუაციაში ვართ, რადგან ეს არ არის მზადება მხოლოდ ერთი კონკრეტული მატჩისთვის, ჩვენ ვემზადებით ევროპის ჩემპიონატისთვის და არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ამ ტურნირის ჭრილში აღვიქვამთ და როდესაც სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას ვახსენებ, სწორედ მათ მოვიაზრებ. რადგან მომავალში მათი გვეიმედება, სწორედ ამიტომ ისინი ამ შეკრებაზე ჩვენთან ერთად იქნებიან, მაგრამ ეს ვერ გაგრძელდება დიდხანს. ნებისმიერმა ფეხბურთელმა პირველ რიგში უნდა იფიქროს იმაზე, რომ კლუბში ჰქონდეს პრაქტიკა და შეხვდეს ევროპის ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში.

“ასევე, მინდა შევეხო ლუკა გაგნიძის თემას. პირველი და რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია, ჩვენი, ამ შემთხვევაში პირადად ჩემი და მთლიანად ფეხბურთის ფედერაციის, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, არამარტო ლუკა, არამედ ნებისმიერი ფეხბურთელი რუსეთის ჩემპიონატში არ უნდა თამაშობდეს, იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს დღეს ჩვენ. ეს არის ჩვენი მყარი და ურყევი პოზიცია. თვითონ სპორტულ მიმართულებას რაც შეეხება, იგივე ლუკასთან მიმართებაში, ის არის ჩვენთვის ერთ-ერთი იმედის მომცემი ფეხბურთელი, რომელიც მომავალში არამარტო საქართველოს ნაკრებს, არამედ მთლიანად ქართულ ფეხბურთს უნდა გამოადგეს, ჩვენ გვქონდა მასთან კომუნიკაცია, ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებსაც ჰქონდათ მასთან კომუნიკაცია, ამიტომ მან იცის ჩვენი პოზიცია, მან იცის ჩვენი მიდგომის შესახებ ამ საკითხის მიმართ, ჩვენ მოვისმინეთ ფეხბურთელის პოზიციაც და საბოლოოდ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის ამ შეკრებაზე ჩვენთან ერთად იქნება და პირველი მოტივი, ის რის გამოც ლუკა დღეს ჩვენთან ერთად იქნება არის ის, რომ მან რაც შეიძლება მალე იპოვოს ის მომავალი, რომელიც უკავშირდება ევროპას და რომელიც ასე საჭიროა მისი განვითარებისთვის” – განაცხადა სვანაძემ.

U21 | შემადგენლობა
მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (შუქურა ქობულეთი).

მცველები: ივა გელაშვილი (სიონი ბოლნისი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), დავით სამსონია (შუქურა ქობულეთი), ცოტნე კაპანაძე (თელავი), ლევან ხარაბაძე (პაფოსი, კვიპროსი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ბექა ხარაიშვილი (ლოკომოტივი თბილისი), მათე აბულაძე (ტორპედო ქუთაისი).

ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე (უმრანიესპორი, თურქეთი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი), ლუკა ხორხელი (სიონი ბოლნისი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), ოთარ ფარულავა (გაგრა), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ნიკა ხორხელი (სიონი ბოლნისი).

თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), გიორგი გაგუა (რეალ უნიონი, ესპანეთი), გიორგი კვერნაძე (თელავი).

პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრებთან მატჩი, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, ხოლო მეზობელი თურქეთის ახალგაზრდულ გუნდთან 21:00 საათზე. მატჩების შესახებ სხვა დამატებითი სახის ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

Gff.ge



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“აფრიალებთ თქვენი შვილების ფოტოებს! იცით, რამდენს უყვარს ხვიჩა?” – დავით

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა დავით ბრაგვაძემ სოციალურ ქსელში საქართველო – ჩრდ.მაკედონიის შ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სჯობს მესის არ შეეხოთ! არგენტინა ლეოს ღმერთივით ეპყრობა (ვიდეო)

არგენტინამ ჰონდურასის ამხანაგურ მატჩში 3-0 დაამარცხა. ერთ-ერთ მომენტში მესის მხარი უხეშად ჰკრეს და სრულიად არგენტინის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შარაშენიძე: “ჩრდ.მაკედონიას კლასის ხარჯზე მოვუგეთ”

ლექტორმა თორნიკე შარაშენიძემ, რომელიც ფეხბურთზე საკმაოდ ხშირად წერს ხოლმე, საქართველო – ჩრდ.მაკედონიის მატჩი შეაფასა. “მაკედონიას [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბლაგოია მილევსკი: “უფრო მეტი დავიმსახურეთ, თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით”

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბლაგოია მილევსკიმ საქართველოსთან განცდილი მარცხის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. “ქართველებს ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დავით გადელია: “სიმართლე გითხრათ, არ მომეწონა თამაში, აუარება შეცდომა”

ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი დავით გადელია საქართველო-ჩრდ.მაკედონიის მატჩს გამოეხმაურა. “სიმართლე გითხრათ, არ მომეწონა თამაში – აუარება...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია: “ძალიან ბევრი არ მოიქცეოდა ისე, როგორც ბუდუ”

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩრდ.მაკედონიას 2-0 დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა. “რა თქმა უნდა, ეს არის ფეხბურთი. ეს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

Ekipa: ჩრდ.მაკედონია საქართველოს UEFA-ში უჩივლებს

ჩრდ.მაკედონიას ნაკრებმა გუშინ ვარჯიშზე 45 წუთით დააგვიანა, რამაც გუნდის მთავარი მწვრთნელისა და წარმომადგენლების უკმაყოფილება გამოიწვია. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კახა კალაძე: “მესმის, თუ რატომ არ წაიყვანა “მილანმა” კვარა”

თბილისის მერმა და “მილანის” ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ “იმედი Live”-ს ეთერში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. “ძალიან ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გურამ კაშია: “ჩაკვე ფეხბურთით ცხოვრობს”

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და “სლოვანის” ცენტრალურმა მცველმა გურამ კაშიამ ჩრდ.მაკედონიასთან ხვალინდელ მატჩამდე ჩაკვეტაძეზე და ლოჩოშვილ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვილი სანიოლი: “დილამდე დაველოდები ბუკმეიკერებს და მერე მივიღებ გადაწყვეტილებას”

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჩრდ.მაკედონიასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. “ჩრდ.მაკედონია ჩემთვის ჯგუფში ყველა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნაკრების რომელი ფეხბურთელის დამატება სურდა “ლიონს”?

ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებით ტოპ 5 ჩემპიონატის საინტერესო გუნდები ინტერესდებიან და როგორც ჩვენთვის ცნობილი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონას” 4 ახალი კაპიტანი ეყოლება

კატალონიის “ბარსელონას” ახალ სეზონში 4 ახალი კაპიტანი ეყოლება – ინფორმაციას ესპანური პრესა ავრცელებს. “ბარსას” კაპიტანი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ყველაზე საშინელი და სასაცილო დებიუტი! იაპონელმა ფეხბურთელმა 20 წამში ყველაფერი დაამთავრა (

იაპონელი ფეხბურთელი შოია ნაკაჯიმა პორტუგალიის ჩემპიონატიდან “ანტალიასპორში” გადავიდა და “ადანას” წინააღმდეგ მოედანზე 68-ე წუთზ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რუსეთის ნაკრები: “საზონოვის საქციელი სრულიად მიუღებელია”

რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ გალაკტიონოვმა საზონოვის გადაწყვეტილებას საქართველოს ნაკრებში გამოსვლაზე მიუღებელი უწოდა. R...
წაკითხვა
ფეხბურთი

სანიოლის პირველი იძულებითი ცვლილება – ნაკრებს ტაბიძე გამოაკლდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეიდან უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი პირველ […]...
წაკითხვა