რამდენ კლუბს აქვს პრემიერ ლიგა მოგებული?
1992 წლის 20 თებერვალს 22-მა ინგლისურმა კლუბმა ინგლისის პრემიერ ლიგის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. მიმდინარე სეზონი პრემიერ ლიგის ისტორიაში რიგით 28-ე გახლავთ.
პრემიერ ლიგა კომერციულ წარმატებასთან არის ასოცირებული და დროთა განმავლობაში სატელევიზიო უფლებებით მიღებული თანხები უფრო და უფრო დიდ რიცხვებს მოიცავს.
პრემიერ ლიგაში საყოველთაოდ აღიარებულია “დიდი ექვსეულის” ცნება. ეს ცნება ექვს დიდ კლუბს აერთიანებს – “მანჩესტერ სიტის”, “მანჩესტერ იუნაიტედს”, “ლივერპულს”, “არსენალს”, “ჩელსისა” და “ტოტენჰმს”.
რამდენ კლუბს აქვს პრემიერ ლიგა მოგებული? საერთო ჯამში პრემიერ ლიგის ტიტულის ასლი შვიდი სხვადასხვა კლუბის კაბინეტში ინახება. ეს კლუბები გახლავთ: “მანჩესტრ იუნაიტედი”, “ჩელსი”, “მანჩესტერ სიტი”, “არსენალი”, “ბლექბერნი”, “ლესტერ სიტი” და “ლივერპული”.
პრემიერ ლიგა ყველაზე მეტჯერ (13) “მანჩესტერ იუნაიტედს” აქვს მოგებული (1992-93, 1993-94, 1995-96, 1996-97, 1998-99, 1999-2000, 2000-01, 2002-03, 2006-07, 2007-08, 2008-09, 2010-11, 2012-13).
ჩემპიონობა ხუთჯერ იზეიმა “ჩელსიმ” (2004-05, 2005-06, 2009-10, 2014-15, 2016-17), ოთხჯერ – “მანჩესტერ სიტიმ”(2011-12, 2013-14, 2017-18, 2018-19), ხოლო სამჯერ – “არსენალმა (1997-98, 2001-02, 2003-04)”. “ლივერპულს”(2019-20), “ლესტერსა”(2015-16) და “ბლექბერს” (1994-95) კი ეს პატივი მხოლოდ ერთხელ ხვდათ წილად.