რამდენ კვირას გამოტოვებს ფილ ჯონსი?
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი ფილ ჯონსი სამი კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს.
წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდისას ლუი ვან გაალი 23 წლის ფეხბურთელს სასტარტო შეადგენლობაში ათამაშებდა, თუმცა ინგლისელი „ტოტნენჰემთან“ პრემიერლიგის პირველი ტურის განაცხადშიც კი ვერ მოხვდა.
მატჩის შემდეგ ვან გაალმა განაცხადა, რომ მოთამაშე ჯერ არ გამოჯანმრთელებულა. აქედან გამომდინარე, ჯონსი „ასტონ ვილასთან“ და „ნიუკასლთან“ ინგლისის ჩემპინატის მოახლოებულ მატჩებს გამოტოვებს. ასევე ჯონსი თავის გუნდს „ბრიუგესთან“ უეფას ჩემპიოონთა ლიგის პლეიოფის პირველ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.