რამდენად სერიოზულია გაბრიელ ჟეზუსის ტრავმა?
“მანჩესტერ სიტის” ახალწვეულს, რომელმაც “ქალაქელთა” გულშემატკივრებს დიდი იმედები ჩაუსახა, ლაზარეთში მოუწევს საკმაოდ დიდი დროის გატარება.
როგორც ცნობილი ხდება, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა შეჯახების მომენტში ტერფი დაიზიანა. “სიტის” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, გაბრიელს კიდევ მოუწევს რამდენიმე დამატებითი ტესტის ჩატარება, რათა დაზიანება ბოლომდე იქნას გამოკვლეული.
ცნობების თანახმად, “პალმეირასის” ექს-შემტევი, რომელიც საკმაოდ კარგად მოერტო ინგლისურ ჩემპიონატს, დაახლოებით 3 თვემდე იუქმებს.