რამდენად შეცვალა დუნგამ “სელესაო”?

თარიღი: ოქტომბერი 14, 2014

ბრაზილიის ნაკრებმა 11 ოქტომბერს კარლოს დუნგას თავკაცობით მესამე მატჩი არგენტინის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა.

ჯერჯერობით რთული სათქმელია, რამდენად შეიცვალა “სელესაო” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დუნგას დანიშვნის შემდეგ, თუმცა ფაქტი სახეზეა: სამი ამხანაგური შეხვედრიდან ბრაზილიელებმა სამივე გამარჯვებით დაასრულეს ისე, რომ ბურთი არ გაუშვიათ, თანაც ხელწამოსაკრავი მეტოქე არცერთი არ ყოფილა (კოლუმბია (1:0); ეკვადორი (1:0); არგენტინა (2:0).

აშკარაა, რომ დუნგამ გუნდს მკაცრი ორგანიზებულობა და დისციპლინა შესძინა. ამის დასტურად არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ გამართული შეხვედრიდან ერთ-ერთი ეპიზოდის მოყვანაც შეიძლება: მატჩის მიმდინარეობისას ბრაზილიელებმა აქტიურ პრესინგს მიმართეს, რამაც შედეგი უმალ გამოიღო. ბრაზილიის ნაკრებს არასდროს ახასიათებდა პრესინგზე თამაში, გუნდს ყოველთვის შეტევა უფრო ეხერხებოდა, ვიდრე თავდაცვა და ბურთის ართმევა, თუმცა თანამედროვე ფეხბურთში მიდგომები შეიცვალა. ახლა გუნდებს შორის დონე შედარებით გათანაბრდა და ნაკრები, რომელიც ბურთის ართმევაზე არ თამაშობს და მეტოქეს თავისუფლად მოქმედების საშუალებას აძლევს, დიდწილად განწირულია. ნათქვამია, თამაშს ის გუნდი იგებს, რომელსაც მოედნის ცენტრი უკავიაო და გასაკვირი როდია, რომ დიდი ტაქტიკოსები ყველაზე მეტ ყურადღებას სწორედ მოედნის ამ მონაკვეთზე აკეთებენ. ბურთმა ყველაზე დიდხანს ნახევარდაცვაში უნდა იმოძრაოს და ამ ამპლუაში უმეტესობა უმაღლესი ტექნიკის მქონე ფეხბურთელი უნდა იყოს. პრესინგს რომ დავუბრუნდეთ, ყველასთვს ცნობილია, რომ შეტევა თავდასხმიდან არ იწყება, მის განხორციელებას გაცილებით უკნიდან ეყრება საფუძველი და  ხშირად შეტევას მეკარეც კი იწყებს, ამიტომ კიპერზეც საჭიროა პრესინგის განხორციელება, რადგან ასეთ დროს იმ გუნდის დაცვა, რომელსაც ბურთი არ აქვს, შედარებით წინ ლაგდება და მეტოქეს ტერიტორიას ართმევს, მეკარის მიერ შეცდომის დაშვების ალბათობაც იზრდება, ხოლო დიდი ძალებით საკუთარ საჯარიმოსთან განლაგება და მეტოქისთვის სივრცის მიცემა სულ უფრო ნაკლებად ეფექტიანი ხდება. ასე რომ, დუნგამ ბრაზილიელებს ის მოსთხოვა, რაც მათ ყველაზე ნაკლებად უყვართ — ბურთის ართმევა, თუმცა რას იზამ, თანამედროვე ფეხბურთი ასე მოითხოვს, აბა, უპრესინგოდ თამაშმა “სელესაოს” რაც მოუტანა, ეს ყველამ კარგად ვნახეთ მიმდინარე წლის მუნდიალზე.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩის წითელი ბარათი “ინტერთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო ⚽️ Inter vs Milan | Zlatan Ibrahimovic (RED CARD) 59' pic.twitter.com/WOuLZ8sxO7 — D9INE […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “ინტერს” გაუტანა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო IBRAHIMOVIC OUVRE LE SCORE !! #InterMilan pic.twitter.com/wVxqpF30I9 — Le Football en VOD XX […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პეპე მატჩის დასრულების შემდეგ თანაგუნდელს დაუპირისპირდა (ვიდეო)

25 იანვარს, პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში “პორტუ” სტუმრად “ფარენსეს” დაუპირისპირდა და 0:1 გაიმარჯვა. მატჩის დასრულების შემდეგ, [...
წაკითხვა
ფეხბურთი

‘ფეხბურთელი ხარ?’ – ხაბიბ ნურმაგომედოვი ჯანო ანანიძეს (ვიდეო)

MMA-ს ვარსკვლავმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა დუბაიში, მეგობრებთან და მოსკოვის “სპარტაკის” ფეხბურთელებთან ერთად ფეხბურთი ითამაშა. ყოფილ თანაგუნდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მაკარიძის კურიოზული მომენტი – ასეთ რამეს ბევრჯერ ვერ ნახავთ (ვიდეო)

საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მაკარიძის “ალმერიამ” “საბადელს” უმასპინძლა და 2-2 ითამაშა. მაკარიძემ ორივე გოლში მიიღო [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

უროშ რაჩიჩის საოცარი გოლი “ატლეტიკოს” კარში (ვიდეო)

უროშ რაჩიჩის (“ვალენსია”) გოლი მადრიდის “ატლეტიკოს” კარში იხილეთ ვიდეო Racic, previously linked to Manchester United, [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარაცხელიას დუბლი – ხვიჩამ პენალტი მოიპოვა და თავად შეასრულა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “სოჩის” წინააღმდეგ მიმდინარე ამხანაგურ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. ქარველმა ფეხბურთელმა 57-ე წუთზე პენალტი მოიპოვა [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარაცხელიას მორიგი გოლი – ხვიჩამ დღევანდელ მატჩშიც გაიტანა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “რუბინის” რიგებში მორიგი გოლი გაიტანა. 19 წლის ქართველმა ფეხბურთელმა დღეს, “სოჩის” წინააღმდეგ მიმდიანრე [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იმაზე მეტი გოლი მაქვს გატანილი, ვიდრე შენ ჩატარებული მატჩები” – იბრაჰიმ

23 იანვარს, იტალიის სერია A-ში “მილანმა” საკუთარ მოედანზე “ატალანტა” მიიღო და 0:3 დამარხდა. შეხვედრის ბოლო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბუდუ ზივზივაძის გოლი და შესანიშნავი საგოლე გადაცემა უნგრეთის ჩემპიონატში (ვიდეო)

“უიპეშტი” – “ფეჰერვარი” ბუდუ ზივზივაძის გოლი ბუდუ ზივზივაძის საგოლე გადაცემა...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ეიბარის” მეკარემ მადრიდის “ატლეტიკოს” გოლი გაუტანა (ვიდეო)

მარკო დიმიტროვიჩის გოლი “ატლეტიკოს” კარში იხილეთ ვიდეო Pendant ce temps là, Dmitrovic le gardien d'Eibar […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიამ “პარტიზანს” გაუტანა (ვიდეო)

ყაზანის “რუბინი” ამხანაგურ შეხვედრაში ბელგრადის “პარტიზანს” უპირისპირდება. “რუბინის” ძირითად შემადგენლობაში იყო ხვ...
წაკითხვა