რამდენად შორსაა “პარის სენ-ჟერმენისა” და “ბარსელონას” შედეგი ისტორიაში შესვლასთან?
“ბარსელონამ” ოთხშაბათს, “ვალენსიასთან” მატჩში პირადი რეკორდი გააუმჯობესა და ზედიზედ 29-ე მატჩი ჩაატარა დაუმარცხებლად.ამავდროულად პარიზული გრანდი კვლავ განაგრძობს ლიგა 1-ში დომინირებას.
აღსანიშნავია, რომ ამ 29 მატჩიდან მხოლოდ 15 იყო ლა ლიგის ეგიდით ჩატარებული, განსხვავებით “პსჟ”-საგან, რომელიც ლიგა 1-ის ბოლო 34 მატჩში არ დამარცხებულა.
თუმცა ლორან ბლანის გუნდსაც საკმაოდ გრძელი გზის გავლა მოუწევს, რათა დონეცკის “შახტარის” შედეგს გაუთანაბრდეს (55-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია).
გთავაზობთ UEFA-ს მიერ გამოქვეყნებულ საუკეთესო დაუმარცხებელ სერიათა სიას (საშინაო ჩემპიონატში):
1. 106 მატჩი: “სტიაუა ბუქარესტი” (1986-89)
2. 63 მატჩი: “შერიფი” (2006–08)
3. 62 მატჩი: “სელტიკი” (1915–17)
4. 61 მატჩი: “ლევადია ტალინი” (2008–09)
5. 60 მატჩი: “სენტ გილოისი” (1933–35)
6=. 59 მატჩი: “შირაკი” (1993-95), პიუნიკი (2002-04)
8=. 58 მატჩი: “მილანი” (1991-93), “ოლიმპიაკოსი” (1972-94), “სკონტო” (1993-96)
11. 56 მატჩი: “ბენფიკა”(1976-78)
12=. 55 მატჩი: “პორტო” (2010-12), “შახტარი” (2000-02)