რამდენი ათასი ლარი აქვთ ეროვნულ ლიგაში ფეხბურთელებს ხელფასი?
ბათუმის “დინამოს” თავდამსხმელი გიორგი ნიქაბაძე მალტის მე-9 ადგილოსან “გუჯა იუნაიტედში” გადავიდა, სადაც მას გაცილებით უკეთესი პირობები შესთავაზეს.
დავინტერესდით და მოვიძიეთ ინფორმაცია, დაახლოებით რა არის ეროვნულ ლიგაში, ლიგა 2-ში და ლიგა 3-ში ფეხბურთელების საშუალო ხელფასები.
ეროვნული ლიგა:
ბათუმის “დინამო,” თბილისის “დინამო, ქუთაისის “ტორპედო” – 15 ათასი ლარი
“საბურთალო” – 7 ათასი ლარი
დანარჩენი გუნდები – 3-დან 5 ათას ლარამდე
მაგალითი: გორის “დილას” აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჯოხაძის განცხადებით, ირაკლი ბიძინაშვილს საქართველოს პირობაზე საკმაოდ კარგი ანაზღაურება შესთავაზეს, მაგრამ ბათუმის “დინამო” 2-ჯერ მეტი დაპირდა.
ლიგა 2 :
პირველი სამეული – 3-4 ათასი ლარი
დანარჩენი – ძირითადად 2 ათასი ლარი
თუ გავითვალისწინებთ “შუქურას” დანამატებს, შესაძლოა, მე-2 ლიგაში ყველაზე მეტს სწორედ “შუქურა” იხდიდეს
ლიგა 3
საშუალოდ 1000-1500 ლარი, გადასვლის მსურველ კლუბებში – 2500
ფოთის “კოლხეთს” და ლანჩხუთის “გურიას” ბოლო დროს ფინანსური სიტუაცია გამოუსწორდათ