რამდენი გამოიმუშავა ჟორჟე მენდეშმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე?

თარიღი: სექტემბერი 29, 2020

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ჟორჟე მენდეშისთვის საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. პორტუგალიელი აგენტის არაერთმა კლიენტმა შეიცვალა კლუბი, რაც მენდეშის შემოსავლის ზრდას განაპირობებს.

A Bola-ს ცნობით, მენდეშმა 20 მილიონი ევრო გამოიმუშავა იმ ფეხბურთელების ტრანსფერებით, რომლებიც მის სააგენტო Gestifute-სთან თანამშრომლობენ.

მენდეშისთვის ყველაზე სარფიანი რუბენ დიაშის ტრანსფერი აღმოჩნდა – “მანჩესტერ სიტის” ახალწვეულმა მას 6.8 მილიონი ევრო მოუტანა. ნიკოლოს ოტამენდის “ბენფიკაში” გადაბარგებამ კი მისი მოგება 1.5 მილიონი ევროთი გაზარდა.

გარდა ამისა, მენდეშმა 3 მილიონი ევრო მიიღო ნელსონ სემედუს ტრანსფერით “ვულვერჰემპტონში” და 4 მილიონი ევრო ფაბიუ სილვას ტრანსფერით. მენდეშის ხელი დიოგო ჟოტას ტრანსფერშიც ერია და ამით 4.4 მილიონი გამოიმუშავა.



მსგავსი სიახლეები