რამდენი გამოუყვეს ვენგერს იანვრის ტრანსფერებისთვის?

თარიღი: ოქტომბერი 16, 2014

“არსენალის” ხელმძღვანელობა იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე შემადგენლობის გასაძლიერებლად, ფრანგ მწვრთნელს არსენ ვენგერს 20 მილიონ ფუნტს გამოუყოფს.

ზაფხულში, “მეთოფეებმა”: დავიდ ოსპინა, კალუმ ჩემბერსი, დენი უელბეკი, მეთიუ დებიუში და ალექსის სანჩესი შეიძინეს. ლონდონურ კლუბმა ზემოთ ხსენებული 5 ფეხბურთელი 60 მილიონ ფუნტად შეიძინა, ისინი ევროპაში დახარჯული თანხით(ზაფხულში), მხოლოდ “მანჩესტერ იუნაიტედს” ჩამორჩებიან.

ლონდონურ კლუბი ფინანსურად წარმატებულია. გამოთვლებით სუფთა მოგება მაისის თვის ბოლოს 173.3 მლნ. ფუნტი იქნება. მიუხედავად ამისა, “მეთოფეები” როგორც ჩანს იანვარში აქტიურობას არ აპირებენ.

The Telegraph-ის ცნობით, ვენგერი ფიქრობს ვარსკვლავის შეძენაზე, მაგრამ იოზილისა და სანჩესის მსგავს მასშტაბებეზე საუბარი არ არის. ბევრად უფრო სავარაუდოა, რომ ფრანგი 10 მილიონად, რამოდენიმე ფეხბურთელს შეიძენს.

კიდევ ერთი ყურადსაღები და მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლის მიხედვითაც ვენგერი იანვარში ფეხბურთელებს შეიძენს- ხელფასია.  “არსენალში” ხელფასი გაიზარდა და პირველად ათწლეულის განმავლობაში, “ჩელსის” ანაზღაურებებს გადააჭარბა.

მსგავსი სიახლეები