რამდენი მწვრთნელი გაათავისუფლა ფიფიამ 11 წელიწადში?
თბილისის “დინამომ” კონფერენს ლიგაზე ესტონურ “პაიდესთან” 2-3 წააგო. არამგონია ეს წაგება ჭიაბრიშვილის ბრალი იყოს და შესაძლოა, პრობლემა მფლობელში უნდა ვეძებოთ.
მას შემდეგ, რაც რომან ფიფიამ “დინამო” იყიდა, მას საკმაოდ ბევრ მწვრთნელთან დაუგროვდა ურთიერთობისა და მათი მოხსნის გამოცდილება.
ფიფიამ “დინამო” 2011 წელს შეიძინა და მას შემდეგ ძალიან ბევრი მწვრთნელი გაუთავისუფლებია.
2011 წელს კლუბში მოსვლიდან მან კახა კაჭარავა დააბრუნა (თასი), რომელიც ივნისში ესპანელმა ალექს გარსიამ შეცვალა. გარსია, თავის მხრივ, ახალგაზრდა გიორგი დევდარიანმა ჩაანაცვლა.
2012 – ნესტორ მუმლაძე
2012-13 – დუშან-უჰრინ უმცროსი (ჩემპიონატი და თასი)
2013-14 – მალხაზ ჟვანია (ჩემპიონატი და თასი)
2014 – მიხაელ ბილეკი
2014-15 – კახაბერ გოგიჩაიშვილი
2015-16 – გია გეგუჩაძე (თასი)
2016 – იურაი იარაბეკი (თასი და ჩემპიონატი)
2016-2017 – ვიაჩესლავ გროზნი
2017-18 – კახა კაჭარავა
2018-19 – ზაურ სვანაძე
2019-20 – ფელის ვისენტე (ჩისკო მუნიოსი) – (ჩემპიონატი)
2019-20 – კახაბერ ჩხეტიანი
2020-20 – ჩისკო
2020-21 – გიორგი ნემსაძე
2021-22 – კახა ცხადაძე
2022 – გია ჭიაბრიშვილი