რამდენი ქულა სჭირდება “მანჩესტერ სიტის” ჩემპიონობის გასაფორმებლად?
პრემიერ ლიგის 30-ე ტურში “მანჩესტერ სიტიმ” გასვლაზე “ლესტერ სიტი” ანგარიშით 0:2 დაამარცხა. ეს გამარჯვება იმის მანიშნებელი გახლდათ, რომ “ლივერპული” მიმდინარე სეზონში ჩემპიონის ტიტულის დაცვას თეორიულადაც ვერ შეძლებდა.
შედეგად მივიღეთ მოცემულობა, რომლის მიხედვითაც პეპ გარდიოლას შეგირდები 31 მატჩში დაგროვებული 74 ქულით პირველ პოზიციაზე იმყოფებიან და 17 ქულით უსწრებენ უახლოეს მდევარ “მანჩესტერ იუნაიტდს”. თუმცაღა “მანკუნიანელებს” ორი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
იმისათვის, რომ “მანჩესტერ სიტიმ” ჩემპიონის ტიტული გაინაღდოს, დარჩენილ 7 მატჩში მინიმუმ 11 ქულა უნდა მოიპოვოს. პრემიერ ლიგაში “სიტის” მომდევნო მეტოქეები არიან: “ლიდსი”, “ასტონ ვილა”, “კრისტალ პალასი”, “ჩელსი”, “ნიუკასლი”, “ბრაიტონი” და “ევერტონი”.
შესაბამისად, “ქალაქელები” ძალიან ახლოს არიან ინგლისის ჩემპიონატის რიგით მეექვსედ მოგებასთან. სიტის ჩემპიონობა 1936/37, 1967/68, 2011/12, 2013/14, 2017/18 და 2018/19 წლების სეზონებში აქვს მოპოვბული.