რამდენი წლისაა ჯოზეფ მინალა?

თარიღი: თებერვალი 20, 2014

ფეხბურთის ქომაგები, ბლოგერები, სპორტული ექსპერტები თუ ჟურნალისტები მიმდინარე კვირის განმავლობაში ერთ უბრალოდ თემას განიხილავენ: რამდენი წლის არის რომის „ლაციოს“ კამერუნელი ნახევარმცველი?

რამდენიმე დღის წინათ კი გვისაყვედურეს, ჟურნალისტები ამ თემას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევთო, მაგრამ კვირის ერთ-ერთ მთავარ საკითხს გვერდს ვერ ავუვლიდით.

„ლაციოს“ ახალგაზრდული გუნდის კამერუნელი ნახევარმცველი ჯოზეფ მინალა რომაული დერბის წინ მეტად პოპულარული გახდა: ფეხბურთელი გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, სათადარიგოთა სკამზეც ვერ მოხვდა.

მინალამ მთელი საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო. მიზეზი? ოფიციალური დოკუმეტებით, ის 1996 წლის 24 აგვისტოს დაიბადა. ინტერნეტის მომხმარებლები ამ მონაცემს არ იჯერებენ და ფორუმებისა თუ სოციალური ქსელების მეშვეობით ასეთ კომენტარებს აკეთებენ:

„მინალა ამტკიცებს, რომ 17 წლისაა? მისი პასპორტი მხოლოდ ნაკიან წლებს თვლის?“ – @Houssem_HR.
„1996 წელს დაიბადა? მამაჩემივით გამოყურება!“ – @Akram_A.
„კამერუნის ასაკით  – 17, ევროპული ასაკით – 36“, – @nechibou.
„ეს თუ 17 წლისაა, მაშინ მე ორ თვეში უნდა დავიბადო“, – tornike.barca. (Fanebi.Com)

მინალას შემყურე, მართლაც რთულია, დაიჯერო, რომ ის ჯერ 18 წლისაც არ არის. „ლაციოში“ 2013 წლის აგვისტოში მოხვდა. რომაელთა ახალგაზრდულ გუნდში ჩემპიონატის ხუთ და თასის სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ასევე ითამაშა ვიარეჯოს ტურნირის ერთ შეხვედრაში. საერთო ჯამში, 5 გოლი მიითვალა. ასე გამოიყურება ჯოზეფი თავისი თანაგუნდელებისფონზე. (მარცხნიდან პირველი)

ეს კი „უდინეზეს“ თავდამსხმელ ანტონიო დი ნატალესთან ერთად გადაღებული სურათია. თუ ოფიციალურ დოკუმენტებს დავუჯერებთ, როცა მინალა ქვეყნიერებას მოევლინა, დი ნატალე უკვე 19 წლისა იყო.

ცეცხლზე ნავთი ინტერნეტ-პორტალ senego.net-ზე გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ დაასხა. სენეგალელ ჟურნალისტ ლამინ სამბას მიერ მომზადებულ ინტერვიუში მინალას ციტატას ვკითხულობთ: „17 წლის არ ვარ. რაც შეიძლება სწრაფად უნდა მომეწერა ხელი კონტრაქტზე, რათა აფრიკაში დატოვებული ჩემი ოჯახისთვის ფული გამეგზავნა. აგვისტოში 42 წლის იუბილე მქონდა. იმედი მაქვს, ეს ჩემს „ლაციოში“ დარჩენას ხელს არ შეუშლის“.

მოგვიანებით ფეხბურთელმა ეს განცხადება უარყო: „ვებ-პორტალ senego.net-ზე წავიკითხე სტატია, რომელშიც თითქოს ვამბობ, რომ მე იმ ასაკის არ ვარ, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტებში წერია. ეს ჩემთვის უცნობი ხალხის მიერ დაწერილი ცრუ განცხადებაა“.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი მაქს ევანგელისტა მხარს მინალას უჭერს და ამბობს, რომ ის მართლაც 17 წლისაა: „მინალა წარმოუდგენლად სწრაფი ფეხბურთელია. მას 41 წელს ნამდვილად ვერ მისცემთ. ძალიან სწრაფად დარბის“.

მინალას მხარესაა „ლაციოს“ კიდევ ერთი ახალგაზრდა აფრიკელი ფეხბურთელი მამადუ ტუნკარა, რომელიც აცხადებს, რომ ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებაზე საუბარი უბრალოდ სასაცილოა. ფიფას აგენტმა დიეგო ტავანომ კი სულაც ასეთი რამ თქვა: „მინალას მისამართით უსამართლო ბრალდებები გაისმა, თუმცა ჯოზეფი სიმშვიდეს ინარჩუნებს. მას რთული ბავშვობა ჰქონდა. თუ გაესაუბრებით, დარწმუნდებით, რომ მინალა მართლაც 17 წლის ბიჭი გახლავთ“.

თუმცა, senego.net-ი აგრძელებს: „ხელთ ჩაგვივარდა მინალას ფოტო, რომელზეც ის მსხვილი ხედით არის აღბეჭდილი. ეს სურათი ამტკიცებს, რომ ის ასაკოვანია. მამაკაცს პირის გარშემო ნაოჭები 30-35 წლის შემდეგ უჩნდება… თანაც, მინალას ბავშვობის რამდენიმე მეგობარმაც დაადასტურა ინფორმაცია, რომ ის 37 წელზე მეტისაა“.

საქმე იქამდე მივიდა, რომ „ლაციოს“ ოფიციალური განცხადების გაკეთება მოუწია: „კლუბი ფეხბურთელის ასაკსა და დოკუმეტებს ადასტურებს. გარდა ამისა, ვიტოვებთ უფლებას, ვუჩივლოთ მათ, ვინც ამბობს, რომ მოთამაშე უფრო ხნიერია, ვიდრე ეს დოკუმენტებშია მოცემული“.

მინალას ასაკის თემას ეხმაურება ისეთი ავტორიტეტული გამოცემები, როგორებიცაა „ლა გაძეტა დელო სპორტი“, „ბიბისი სპორტი“, „ESPN“. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ეს შემთხვევა ფეხბურთის ისტორიაში უნიკალურია.

ისტორიაში მოიძებნება რამდენიმე შემთხვევა, როცა აფრიკელმა ფეხბურთელმა ასაკი დაიკლო. მაგალითად, ტარიბო ვესტი… ბელგრადის „პარტიზანის“ ყოფილი ხელმძღვანელი ჟარკო ზეჩევიჩი იხსენებს: „როდესაც ვესტი ჩვენთან გადმოვიდა, გვითხრა, რომ ის 28 წლისა იყო. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ ვესტი სინამდვილეში 40 წლისა ყოფილა. თუმცა, იმდენად კარგად თამაშობდა, რომ მის ტრანსფერზე უარი ვთქვი“. 1997 წელს ვესტი მილანის „ინტერში“ გადავიდა. ოფიციალური მონაცემებით, ის ამ დროს 23 წლის იყო. თუ ზეჩევიჩს დავუჯერებთ, ვესტი სინამდვილეში მაშინ 35 წლისა იყო. მოგვიანებით ვესტმა ზეჩევიჩის სიტყვები უარყო და განაცხადა, რომ „პარტიზანის“ ყოფილი ხელმძღვანელი საღ ჭკუაზე არ არის.

რაც შეეხება მინალას, ის მის გარშემო ამტყდარ იწილო-ბიწილოს ამ სიტყვებით გამოეხმაურა: „შური ადამიანის სისუსტეა… ყველას მადლობას გიხდით იმ სიყვარულისთვის, რომელსაც თქვენგან ვიღებ. მინდა, რომ ოცნება ავიხდინო და მუყაითად ვიმუშაო როგორც ჩემთვის, ასევე თქვენთვის. FORZA LAZIO!“

ბექა დოგრაშვილი
ინტერნეტ-ჟურნალი Fanebi.com

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კიელინი: “სამწუხაროდ, “მილანის” ფანი ვიყავი, თუმცა შემდეგ დავჭკვიანდი

ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდამ პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ ადრეულ წლებში “მილანისა” და პაულო მალდინის ფანი იყო. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიხაილოვიჩმა იბრაჰიმოვიჩი “ბოლონიაში” მიიწვია

“ლოს ანჯელეს-გალაქსის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა, იტალიის სერია А-ში დაბრუნდეს, თუმცა არა ქვეყნის რომელიმე წამყვან [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფაბიო კაპელო: “რონალდუს სამი წელია მეტოქე არ მოუტყუებია”

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ “იუვენტუსსა” და “მილანს” შორის გამართული მატჩის შემდეგ კრიშტიანო რონალდუ გააკ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუმ სტადიონი მატჩის დასრულებამდე დატოვა

10 ნოემბერს, იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “მილანი” მიიღო და 1:0 გაიმარჯვა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

აარონ რემსიმ კრიშტიანო რონალდუს ბოდიში მოუხადა

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა, აარონ რემსიმ განაცხადა, რომ მან კრიშტიანო რონალდუს ბოდიში მოუხადა. როგორც იცით, 6 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რემზიმ განმარტა, თუ რატომ “წაართვა” რონალდუს გოლი

6 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუ ძალიან ახლოს იყო “იუვენტუსის” […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუ გაბრაზდა – რატომ შეცვალა სარიმ კრიშტიანო?

6 ნოემბერს, უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ტურინის “იუვენტუსი” სტუმრად მოსკოვის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა: მერვე სათამაშო დღე (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მერვე სათამაშო დღის მატჩები გაიმართა. A ჯგუფი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ევრო-2020-ის ოფიციალური ბურთი წარადგინეს

კომპანია Adidas-მა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი წარადგინა, რომელსაც სახელად Uniforia (“უნიფორია”) ეწოდა. სახელწოდება [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუმ ცვლილების შემდეგ სარის ხელი არ ჩამოართვა (ვიდეო)

ტურინის “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩი რუსეთში გამართა. მაურიციო სარის გუნდმა ბოლო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კარლო ანჩელოტი “სალსბურგთან” მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა

5 ნოემბერს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ნაპოლი” საკუთარ მოედანზე “სალსბურგს” დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა: მეშვიდე სათამაშო დღე (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეშვიდე სათამაშო დღის მატჩები გაიმართა. E ჯგუფი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბრეშა” ფაბიო გროსომ ჩაიბარა

“ბრეშას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფაბიო გროსო დაინიშნა, რომელსაც მანამდე “ბარისა” და “ვერონაში” უმუშავია. ამ პოსტ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანო რონალდუმ ანდრე გომეშს მიმართა (ფოტო)

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა, კრიშტიანო რონალდუმ თანამემამულე, ანდრე გომეში გაამხნევა და მას მალე გამოჯანმრთელება უსურვა. როგორც [&h...
წაკითხვა