რამდენს გადაუხდის “მილანი” ინძაგის?
“მილანის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გუშინ გათავისუფლებული ფილიპო ინძაგი კლუბისგან კომპენსაციას მიიღებს.
კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის გამო მილანური კლუბი იტალიელ სპეციალისტს 300 ათას ევროს გადაუხდის.
41 წლის ინძაგიმ გუნდი ერთწი წლის წინ ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით “მილანმა” სერია ა მე-10 პოზიციაზე დაასრულა და ევროთასების საგზური ვერ მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ინძაგის ნაცვლად მილანელებს სინიშა მიჰალივიჩი უთავკაცებს.