რამდენს უხდიან მშობლები პრემიერ ლიგის კლუბებს ბავშვების მოედანზე გაყვანისათვის?
ინგლისის პრემიერ ლიგაში, მატჩის დაწყების წინ ფეხბურთელები მოედანზე ბავშვებთან ერთად გადიან. მათ “მასკოტებს” უწოდებენ. შესაძლოა, ბევრმა არ იცის, მაგრამ პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბმა ეს ტრადიცია დამატებითი თანხის მიღების საშუალებად გადააქცია. მაგალითად, იმისათვის, რომ “ვესტ ჰემის” საშინაო მატჩებზე ბავშვი მოედანზე ფეხბურთელთან ერთად გავიდეს, ამაში მშობელმა კლუბს 700 ფუნტი უნდა გადაუხადოს.
აღსანიშნავია, რომ პრემიერ ლიგის კლუბების ნაწილი ამაში თანხას საერთოდ არ იღებს. ასე, ძირითადად, გრანდები იქცევიან. რა თანხას იღებენ კლუბები? “დეილი მეილი” სიას აქვეყნებს:
“ვესტ ჰემი” – £700
“ლესტერი” – £600
“ტოტენჰემი” – £405
“ვულვზი”- £395
“კრისტალ პალასი” – £375
“ბრაიტონი” – £350
“ბარნლი” – £300
“კარდიფი” – £255
“უოტფორდი” – £250
“ბორნმუთი” – £185
უფასო: “არსენალი”, “ევერტონი”, “ჩელსი”, “ფულჰემი”, “ჰადერსფილდი”, “ლივერპული”, “მანჩესტერ სიტი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ნიუკასლი”, “საუთჰემპტონი”.