რამდენი მილიონი გამოიმუშავა ვაკო ყაზაიშვილმა ამერიკაში?
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ვაკო ყაზაიშვილი ევროპიდან ამერიკის კონტინეტზე 2017 წელს გადავიდა და მისი წლიური ჰონორარი ძალიან გაიზარდა. ვაკომ დღეს “სან ხოსე” ოფიციალურად დატოვა, საკმაოდ სოლიდური გამომუშავებული თანხით.
ამერიკული გამოცემების ინფორმაციით, ყაზაიშვილი 2017 წელს 1 მილიონს, 2018 წელს 1.3 მილიონს, 2019 წელს 1.5 მილიონს, 2020 წელს კი 1.6 მილიონს გამოიმუშავებდა მხოლოდ ფიქსირებული ხელფასის სახით.
ჯამში, ვაკომ დაახლოებით 7.5 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო ბონუსებთან ერთად.
ყაზაიშვილი “სან ხოსეს” ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მოთამაშე იყო და მე-2 ადგილზე მყოფ კრის ვონდოლოვსკის წლიური ხელფასი მხოლოდ 800 ათასი დოლარი იყო. გურამ კაშია 2020 წელს 600 ათას დოლარს გამოიმუშავებდა.
ჯერ-ჯერობით არ არის გარკვეული, სად გააგრძელებს ვაკო კარიერას.