რამირესი ჩინეთში გადასვლას უახლოვდება
შესაძლოა, ბრაზილიელი ფეხბურთელი ჩინეთში ვიხილოთ.
როგორც Sky Sports იტყობინება, ლონდონის “ჩელსის” მოთამაშე რამირესი ჩინურ “ცზიანსუ სუნინში” გადასვლასთან ახლოსაა.
აღსანიშნავია, რომ 28 წლის ნახევარმცველი ინგლისის მოქმედ ჩემპიონთა შემადგენლობაში სათამაშო დროის ნაკლებობას უჩივის. მისი მიმდინარე ხელშეკრულება “არისტოკრატებთან” 2019 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
მოგეხსენებათ, რამირესი “ჩელსის” რიგებს 2010 წელს, ლისაბონის “ბენფიკადან”, 15.4 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ შეუერთდა. ამ დროიდან მოყოლებული, ლონდონელთა მაისურით მან 251 მატჩის ჩატარება მოასწრო, მეტოქეთა კარი 34-ჯერ აიღო და 25 საგოლე პასი გააკეთა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე სეზონში რამირესის ანგარიშზე 21 მატჩი (აქედან 15-ში სასტარტოში დაიწყო თამაში), სამი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.