რამოსი: “ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ”

თარიღი: იანვარი 24, 2014

მადრიდის “რეალის” მცველი, სერხიო რამოსი აცხადებს, რომ მიმდინარე სეზონში, “სამეფო კლუბი” ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ მადრიდელებს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი კარგა ხანია არ მოუგიათ.

“რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგა ის ტურნირია, რომელშიც წარმატებით ასპარეზობა ყველას სურს. დიდი ხანია, “რეალს” ჩემპიონთა ლიგა არ მოუგია, ამიტომ მიმდინარე სეზონში ბოლომდე ვიბრძოლებთ და შევეცდებით, რომ ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ”, – ამბობს რამოსი.

მსგავსი სიახლეები