რამოსი: “ერთ-ერთი ყველაზე ცუდი წელია ჩვენთვის”
“ლევანტესთან” ფრედ დასრულებული მატჩის (2-2) შემდეგ, მადრიდის “რეალის” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა პრესასთან ისაუბრა. საუბრისას ესპანელმა აღნიშნა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი წელია კლუბის ისტორიაში.
“ისღა დაგვრჩენია, ბრძოლა გავაგრძელოთ და რაც შეიძლება მაღალ საფეხურზე დავასრულოთ ასპარეზობა. წინ ჩემპიონთა ლიგა გვაქვს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სეზონი წარმატებულად დავასრულოთ.
ბუნებრივია, ასეთ დისტანციაზე ყოფნა. შეცდომები დავუშვით, ისეთ მატჩებში ვკარგავდით ქულებს, რომლებსაც ვაკონტროლებდით. ერთ-ერთი ყველაზე ცუდი წელია ჩვენთვის
გუნდურად ვმუშაობთ, არავინ იმალება და არც პასუხისმგებლობას ვიცილებთ. ახლა მთავარი ერთიანობაა, თუ გვინდა, რომ ლიგაზე წარმატებას მივაღწიოთ,” – აცხადებს რამოსი.