რამოსი: “ესპანეთის ნაკრებში “რეალის” ახალგაზრდების ასეთი ასპარეზობა ძალიან მახარებს”

თარიღი: სექტემბერი 3, 2017

გუშინ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრები გაიმართა. “სანტიაგო ბერნაბეუზე” ესპანეთის ნაკრებმა იტალიის ეროვნული გუნდი მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 3-0 დაამარცხა. ისკოს დუბლს, მორატამ ერთი ბურთი მიამატა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა.

დაპირისპირების შემდეგ “შერეულ ზონაში” ჟურნალისტებს სერხიო რამოსი ესაუბრა.

“ამაყი ვარ, რომ “რეალის” ახალგაზრდები ეროვნულ გუნდში ასე ასპარეზობენ. ისინი გაცემულ ავანსებს მშვენივრად ამართლებე, რაც ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესია.”

“ამ მატჩში ესპანეთს ათიდან ცხრა ქულით შევაფასებდი – მუდამ უკეთესს უნდა ეცადო. თუმცა, ნამდვილად შესანიშნავი შეხვედრა ჩავატარეთ.”

“პიკე? ვცდილობდით, რომ ხერარდის მიმართ სტვენისთვის თავი აგვერიდებინა. ფანები გულმხურვალედ გვიჭერდნენ მხარს, რაც წარმატების მიღწევაში დაგვეხმარა,” – აცხადებს რამოსი.

მსგავსი სიახლეები