რამოსი კლუბის ხელმძღვანელებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს
მადრიდის “რეალის” ბანაკიდან გაჟონილი ინფორმაცია გვაცნობებს, რომ სერხიო რამოსი უახლოეს მომავალში კლუბთან ახალ ხელშეკრულებას დადებს, რომელსაც ვადა 2021 წლის ზაფხულამდე ექნება.
Marca-ს ცნობით, მხარეებმა შეთანხმებას დახურულ კარს მიღმა მიაღწიეს და ნებისმიერ დროსაა მოსალოდნელი ამ ინფორმაციის გაოფიციალურება.
ცნობილი ხდება ისიც, რომ ახალ კონტრაქტის მიხედვით “ბლანკოსის” კაპიტანს საკმაოდ მაღალი ხელფასი ექნება ამ ოთხი წლის მანძილზე, დაახლოებით იმდენი, რამდენიც რონალდუსა და ბეილს აქვს.
შეგახსენებთ, რომ რამოსი “რეალში” 2005 წელს გამოჩნდა. ექს-“სევილიელმა” მალევე შეძლო “სანტიაგო ბერნაბეუს” გულის მოგება და დღეს გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი გახლავთ.