რამოსი: „მოედანზე სული და გული დავდეთ“
უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მიუნხენის „ბაიერნსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის გამართული მატჩი „სამეფო კლუბის“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა. ამრიგად, ფინალში მონაწილე ერთი გუნდის ვინაობა გაირკვა.
მატჩის შემდეგ მადრიდული კლუბის ვიცე-კაპიტანმა და დუბლის ავტორმა სერხიო რამოსმა კომენტარი გააკეთა.
„თითოეულმა ჩვენგანმა ამ მატჩში მთელი სული და გული ჩადო. ფინალში გასვლა ნამდვილი ოცნებაა. აქამდე ამ ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში არ მითამაშია“, – სერხიო რამოსის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს.
ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 24 მაისს, ლისაბონში მდებარე სტადიონ „ეშტადიუ და ლუჟზე“ გაიმართება.
ბექა დოგრაშვილი