რამოსი: “ქვეყანას ფეხბურთი სჭირდება”

თარიღი: მაისი 11, 2020

მადრიდის “რეალის” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა განაცხადა, რომ ესპანეთს ლა ლიგის განახლება სჭირდება, თუმცა იქამდე ფეხბურთელები კარგად უნდა მოემზადონ, რათა ტრავმები თავიდან აიცილონ.

“ქვეყანას ფეხბურთი სჭირდება ეკონომიკის გასაძლიერებლად, ხოლო ხალხს ყურადღების გადასატანად. ძალიან მინდა, რომ ფეხბურთი მალე დაბრუნდეს. რეკომენდაციები მაქსიმალურად უნდა დავიცვათ, რითაც ვირუსს დავამარცხებთ. მინდა, გავამხნევო ყველა ის ადამიანი, რომელმაც საყვარელი პიროვნება დაკარგა. ჩვენ ამ რთულ პერიოდს ერთად გადავლახავთ. მოვისმინე, რომ ხავიერ ტებასი ლა ლიგის დაბრუნების სავარაუდო თარიღად 12 ივნისს ასახელებდა… ჩვენ ხანგრძლივი პაუზა გამოგვივიდა და იმისათვის, რომ ტრავმები ავირიდოთ, კარგად მომზადება გვჭირდება”, – ციტირებს რამოსის სიტყვებს Goal.Com.

მსგავსი სიახლეები