რამოსი: “თამაშს ისე დავიწყებთ, თითქოს, 0-0-ია და არა – 2-1!”
დღეს მადრიდში, “სანტიაგო ბერნაბეუზე” მადრიდის “რეალი” და მიუნხენის “ბაიერნი” ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში დაუპირისპირდებიან.
ესპანელთა კაპიტანმა, სერხიო რამოსმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.
“ჩვენ ყველა მეტოქის მიმართ უკიდურესი პატივისცემა გაგვაჩნია. მათაც ჩვენს მიმართ დიდი პატივისცემა აქვთ. აუცილებლად ვიტყვით ჩვენს სიტყვას მინდორზე. “რეალის” ისტორია აქაა და ვისაც ეჭვი ეპარება, შეუძლია, უახლოეს არქივს გადახედოს. ახლანდელ მეტოქესთან ბოლო მატჩები წარმატებულად ვითამაშეთ და ასე ვაპირებთ, გავაგრძელოთ.”
“არ გვსურს, ანგარიშის შენარჩუნებაზე ვითამაშოთ. ისე დავიწყებთ, თითქოს, 0-0-ია. მეოთხედფინალის განმეორებით შეხვედრაში სასიამოვნო ამბავი არ მომხდარა. ამიტომ, ეს დამატებით მოტივაციას გვმატებს, მაქსიმალურად ფრთხილნი და აგრესიულნი ვიყოთ. სწორედ ესაა მთავარი!” – ამბობს რამოსი.