რამოსი ტრავმირებულია
მადრიდის “რეალის” მცველი სერხიო რამოსი ტრავმირებულია და შესძლოა ამის გამო ესპანეთის ნაკრებს უახლოეს ორ შეხვედრაში ვერ დაეხმაროს. 9 და 12 ოქტომბერს “ფურია როხა” სლოვაკეთისა და ლუქსემბურგის ეროვნულ გუნდებს დაუპირისპირდება.
28 წლის მცველი “ბილბაოსთან” გუშინ გამართულ შეხვედრაში დაშავდა, რის გამოც მატჩის სრულად ჩატარება ვერ შესძლო.
აღსანიშნავია, რომ ვისენტე დელ ბოსკემ სანაკრებო შეკრებაზე მხოლოდ სამ ცენტრალურ მცველს უხმო და ერთ-ერთი მათგანი სწორედ რამოსი იყო.