რამოსმა კლოპს უპასუხა: “კლოპი ამ სიტყვებით ცდილობს, რომ…”
მადრიდის “რეალის” კაპიტანი, სერხიო რამოსი იურგენ კლოპის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ გერმანელი სპეციალისტი ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ თავის გამართლებას ცდილობს.
როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის ფინალში “რეალმა” “ლივერპული” 3:1 დაამარცხა. პირველ ტაიმში სერხიო რამოსისა და სალაჰის ორთაბრძოლის შემდეგ ეგვიპტელმა თავდამსხმელმა ტრავმა მიიღო, მან თამაში ვეღარ გააგრძელა და 30-ე წუთზე შეცვალეს. იურგენ კლოპმა რამოსი სალაჰის წინააღმდეგ განზრახ უხეშობაში რამდენჯერმე დაადანაშაულა.
“ეს პირველი ფინალი არ არის, რომელიშიც ის დამაცხდა. შესაძლოა, ასეთი საუბრით კლოპი ცდილობს, რომ მარცხის შემდეგ თავი გაიმართლოს. ზოგიერთი ჩვენგანი ძალიან მაღალ დონეზეა წლებია ასპარეზობს, არ ვარ დარწმუნებული, რომ ის ამ სიტუაციაშია”, – ციტირებს რამოსის სიტყვებს Bleacher Report-ი.