რანდენი გადაიხადა შვაინშტაიგერის ტრანსფერში „მანჩესტერ იუნაიტედმა“? ფასი ცნობილია
ნახევარმცველ ბასტიან შვაინშტაიგერის მიუნხენის „ბაიერნიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ტრანსფერის გარკვეული დეტალები ცნობილია.
ფეხბურთელის პირველმა კლუბნა „როზენჰაიმმა“, რომელიც ამჟამად გერმანიის რანგით მეხუთე დივიზიონში თამაშობს, შვაინშტაიგერის ტრანსფერისგან მიღებული თანხის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. პირველ ეტაპზე „როზენჰაიმი“ 19 ათას ევროს მიიღებს. თვითონ ტრანსფერი კი „მანჩესტერ იუნაიტედს“ ცხრა მილიონი ევრო დაუჯდა.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, „წითელ ეშმაკებს“ შვაინის დამატება 20 მილიონი დაუჯდათ.