რანიერი “ლესტერისგან” 3,5 მილიონ ფუნტს მიიღებს
“ლესტერ სიტი” გუნდის აწ უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელ კლაუდიო რანიერის კომპენსაციის სახით 3,5 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადაუხდის.
შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის შრომითი ხელშეკრულება ვადაზე ადრე გაწყდა, 3,5 მილიონი ფუნტი კი იტალიელი სპეციალისტის წლიური ანაზღაურება იყო.
“ლესტერ სიტიმ” რანიერის თავკაცობით 113-წლიანი არსებობის განმავლობაში ინგლისის ჩემპიონატი პირველად მოიგო. აგვისტოში კლუბმა 65 წლის სპეციალისტთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, მაგრამ მიმდინარე სეზონში წარუმატებელი ასპარეზობის გამო 23 თებერვალს მხარეებს შორის ხელშეკრულება გაწყდა.